„საბურთალომ“ წელი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

Read Time:33 Second

„საბურთალომ“ 2024 წლის პირველი ამხანაგური შეხვედრა „ვიტ ჯორჯიასთან“ გამართა და 5:0 გაიმარჯვა.

„ბენდელას“ სტადიონზე ჩატარებულ მატჩში ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა, გიორგი ომარაშვილმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი თავი გივი ხაჩიძემ და 18 წლის გიორგი ჩაჩუამ გამოიჩინეს.

„საბურთალო“ (პირველი ტაიმი): კურტანიძე, კომახიძე, ჯგერენაია, ჩადუნელი, კაპანაძე, ქარდავა, შ. ნონიკაშვილი, კოხრეიძე, მამაცაშვილი, სილა, გ.მამაგეიშვილი.

მეორე ტაიმი: კურტანიძე, ჭანტურია, ნარიმანიძე, კაკულია, გოგსაძე, გაფრინდაშვილი, დადიანი, ომარაშვილი, ხაჩიძე, სიხარულიძე, ჩაჩუა.

31 იანვარს გუნდი თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ცნობილი გახდა, რომ ახალი სეზონიდან „საბურთალოს“ საშინაო არენა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი იქნება.

ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის პირველი ტურის შეხვედრას თბილისელები „პეტრო არენაზე“ „თელავის“ წინააღმდეგ 2 მარტს გამართავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ,,თოვლი, ქარბუქი, ნისლი…“ – საქართველოში ამინდი უარესდება
Next post ირაკლი კობახიძე: შარშან, ჩინეთში, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები თვისობრივად სხვა ეტაპზე გადავიდა