შაბათი, ივლისი 5, 2025

გია ხუხაშვილი: ივანიშვილი ხაზარაძეს ვერ გამოაშრობს, ეს იცის

ივანიშვილს პოტენციური საფრთხე ხაზარაძისგან ელოდება, რადგან მას რესურსები აქვს, სხვას ფული არა აქვს. ხაზარაძეს ვერ გამოაშრობს, ეს იცის, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცახდა.

„თუ ფრონტი გაიშალა და რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი გაკეთდა, ივანიშვილმა ნავიგაცია არ იცის როგორ მოახდინოს. პოტენციური საფრთხე მას ელოდება, ასეთი პოლიტიკური ცენტრების კუთხით, ხაზარაძისგან იმიტომ, რომ რესურსები აქვს ხაზარაძეს და მას რესურსების ეშინია, სხვას ფული არა აქვს. ხაზარაძეს ვერ გამოაშრობს, ეს იცის. ჰქონდა მცდელობა, აბსოლუტური იდიოტური ბრალდებებით, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, შესაბამისად, ხაზარაძეა პოტენციური საფრთხე ალტერნატიული ცენტრის შექმნის მხრივ და გახარია. გახარიას აქვს კიდევ გარკვეული პოტენციალი. ამიტომ ეს ორი სამიზნე აიღო ახლა და მათ ურტყამენ მიზანმიმართულად”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მოლდოვას გაწევრიანების შემდეგ ევროკავშირში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა კიშენაუში გამართულ ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.მისივე თქმით, ევროკავშირი მოლდოვის მხარეს დგას, რათა მხარი დაუჭიროს მის ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას.„მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რუბენ ნევეში-დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით

 „ჩვენ არამხოლოდ მეგობრები, არამედ ერთი ოჯახი ვართ. ცხოვრებამ გაგვაერთიანა და ახლა ჩვენს დაშორებას ვერ შეძლებს.ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ ჩვენთან იყო და არაფერი მოაკლდეთ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ.დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით“, - რუბენ ნევეში

ვინ იყო ბიჭი ფილმიდან „კუკარაჩა”, რომელიც სამოქალაქო ომში ტრაგიკულად დაიღუპა

რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში ჟურნალისტმა ზაკ მირიანაშვილმა ქართული კინოს ბავშვი მსახიობების შესახებ ისაუბრა. მათ შორის, ფილმ “კუკარაჩას” ვარსკვლავ ბიჭზე, რომელმაც ყველას დაამახსოვრა თავი.აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი ლადო ტატიშვილი იყო, ფილმში კოსტიუმების მხატვრის ვაჟი, რომელიც შემთხვევით მოხვდა კინოში – სინჯებზე დაიბარეს და მაშინვე დაამტკიცეს როლზე.  

თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.მარშის სახელწოდებით - USA, Make Georgia Great Again - მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.როგორც შეკრებაზე აღინიშნა, 30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია და სურთ, რომ მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 219-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ერთი მაღაროელი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს.ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზე იყო, მისი მდგომარეობა დამძიმდა, არსებული ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. 16 დღეა 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი. ისინი დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ბოლო სიახლეები