ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025

ბორის ჩელე ყურუა: ისევ თუ დააპირებენ რუსული კანონისნაირი საბოტაჟის გაკეთებას, ისევ უნდა გამოვიდეთ და უნდა ვურტყათ თავში

ისევ თუ დააპირებენ რუსული კანონისნაირი საბოტაჟის გაკეთებას, ისევ უნდა გამოვიდეთ და უნდა ვურტყათ თავში, – ,- ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ბორის ჩელე ყურუამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ქართველი ხალხი იყო ის ვინც გადააფიქრებინა „ოცნებას“ რუსული კანონის მიღება, რომელიც დაასამარებდა სტატუსის მიღების პროცესს. საბოლოო ჯამში, ამის გაგრძელება უნდა იყოს ის, რომ რაღაცნაირად ჩვენ ისევ მონიტორინგი გავუკეთოთ „ქართულ ოცნებას“. ისევ თუ დააპირებენ რუსული კანონისნაირი საბოტაჟის გაკეთებას, ისევ უნდა გამოვიდეთ და უნდა ვურტყათ თავში. ეს არის პრობლემა ზოგადად ქვეყნის, რომელსაც ჰყავს ავტორიტარული ხელისუფლება“, – განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ძალიან მძიმე ღამე გვქონდა… ექიმები ყველაფერს აკეთებენ“ – როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მუსიკოსის დამ, თაკო ჩარკვიანმა უთხრა. მისი თქმით, კრიტიკული იყო წუხანდელი ღამე, თუმცა, ყველაფერმა ჩაიარა.„გუშინ, ძალიან მძიმე ღამე გვქონდა, სადღაც დილისკენ ცოტა შეიცვალა მდგომარეობა, შედარებითია ყველაფერი... ღამე გადავიტანეთ, როგორც იტყვიან. ცოტა გამოვიხედეთ, ოდნავ, მინიმალურად, ვეპოტინებით... ღმერთის წყალობით... ღამე უარესს ველოდით. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მართვით სუნთქვაზე არ გადავიდეს. მამუკას ისეთი ფიზიკური მდგომარეობა აქვს, რომ ამდენს ვეღარ გადაიტანს, გამორიცხულია...ძალიან გაგვაწვალა ოსტეომელიტურმა ფეხმა, არც ერთი უჯრედი არ მოჰყვება, რომ აღდგეს... წარმოუდგენლად ვწვალობთ...გუშინ დავდე ფეისბუკ პოსტი, რომ ძალიან მჯერა ძლიერი ენერგეტიკის, ასეც მოხდა. ისეთი სითბო, სიყვარული და სიკეთე წამოვიდა... ყველას დიდი მადლობა ამისთვის“, - გვითხრა ჩარკვიანმა.

ნიუ-მექსიკოს შტატში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულთა შორის ორი ბავშვია

ნიუ-მექსიკოს შტატში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამთო საკურორტო ქალაქ რუიდოსოში მოვარდნილმა ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლი წაიღო.ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის მონაკვეთში მდინარე რიო-რუიდოსოში წყლის დონემ 6 მეტრამდე მოიმატა, რაც წინა რეკორდულ მაჩვენებელაზე 1,5 მეტრით მეტია.ნიუ-მექსიკოს გუბერნატორმა, მიშელ ლუხან გრიშემმა რუიდოსოს რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დახმარების თხოვნით ფედერალურ მთავრობას მიმართა.შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში ნიუ-მექსიკოს მეზობელ ტეხასის შტატში წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 160-ზე მეტი მოქალაქე დაკარგულად ითვლება.

ხვიჩა კვარაცხელია – მადრიდის „რეალს“ მხოლოდ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავს

მადრიდის „რეალთან“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.„მადრიდის „რეალს“ მხოლოდ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავს — ეს ძალიან ძლიერი გუნდია და პატივისცემა ყველა მოთამაშის მიმართ საჭიროა. ჩვენ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები.მსურს თუ არა, მბაპე სათადარიგოთა სკამზე ვნახო? რთული კითხვაა, ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ვერაფერს ვიტყვი — რა თქმა უნდა, მბაპესთან ერთად „რეალი“ კიდევ უფრო საშიშია.მათ ჰყავთ გამორჩეული ინდივიდუალისტები, მაგრამ, პირველ რიგში, ეს გუნდია, რომელიც მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშოთ — არ აქვს მნიშვნელობა, მოწინააღმდეგე ვინ იქნება“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს. მას სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროგნოზირება შეუძლებელი იყო: ბოლო 24 საათში, დედამიწას მაგნიტური შტორმი მეორედ დაატყდა თავს

ბოლო 24 საათის განმავლობაში დედამიწას მეორე მაგნიტური შტორმი დაატყდა თავს. როგორც კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტებმა განაცხადეს, მისი სიმძლავრე დაბალია და ამიტომ მას G1 კატეგორია მიენიჭა.ამავდროულად, მეცნიერებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ ეს გეომაგნიტური ფენომენი კვლავ მოულოდნელადამოჩნდა; მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო, რადგან თვალსაჩინო მიზეზები არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების პროგნოზით, ქარიშხალი უახლოეს საათებში ჩაცხრება.„დღეს დილით ახალი მაგნიტური შტორმი დაფიქსირდა, მეორე ამ თვეში. <...> შტორმს აქვს ყველაზე სუსტი შესაძლო გეომაგნიტური რეიტინგი, G1, და ზოგადად, უმიზეზოდ მეორდება“, - განაცხადეს კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.მიუხედავად იმისა, რომ გეომაგნიტური ფენომენი ძლიერი არ იქნება, როგორც მეცნიერები ხაზს უსვამენ, სიფრთხილის ზომები სერიოზულად უნდა იქნას მიღებული და ექიმების რეკომენდაციები არ უნდა იყოს უგულებელყოფილი.

ბოლო სიახლეები