კვირა, ივლისი 5, 2026

პაპუაშვილი სააკაშვილზე: თქვენ ნახეთ, ბიძამისი საუბრობდა გახლეჩაზე, სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე – ეს ადასტურებს, რა მიზნები ჰქონდათ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებმაც ის შემოაპარეს

„ციხეში იქნებოდა ის, უკრაინაში თუ ამერიკიდან გველაპარაკებოდა, მისი მთავარი მიზანი და მისი, ასე ვთქვათ, როგორც ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულება, არის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ნათელია, რა მიზნები ჰქონდათ იმ ჯგუფებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი 2021 წელს შემოაპარეს საქართველოში.

„ციხეში იქნებოდა ის, უკრაინაში თუ ამერიკიდან გველაპარაკებოდა, მისი მთავარი მიზანი და მისი, ასე ვთქვათ, როგორც ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულება, არის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში. ნახეთ თქვენ, ბიძამისის გამოსვლა, რომელიც საუბრობდა გახლეჩაზე, დაყოფაზე, მათ შორის სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. სწორედ ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რა მიზნები ჰქონდათ იმ ჯგუფებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებმაც სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში 2021 წელს, რომ აერიათ ქვეყანა არჩევნების წინ. მათ შორის მათი მიზანი იყო, რომ ამ პერიოდში, როდესაც მიდის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენთანაც არეულიყო სიტუაცია. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, არის ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის. პირდაპირ ეთერში ვხედავთ ადამიანს, რომელიც იმართება ჯგუფებიდან, ვინც ის შემოაპარეს, ვინც მას მფარველობს. ხან რომელიღაც რეზოლუციაში აღმოჩნდება ხოლმე მისი სახელი და გვარი, აბსოლუტური ტყუილებით, თითქოს ხდებოდა მისი წამება, ხან რომელიღაც განცხადებებში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისა და ხან პირდაპირ ქმედებებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ არიოს საქართველო და იყოს დესტაბილიზაცია.

„ვიცით, რომ საქართველოში ის შემოაპარა უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გვინდა, როდესაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური შემოგაპარებს.მერე სასამართლოზე ამბობ, რომ ქართული ენა დაგავიწყდა და უკრაინულად გელაპარაკონ და შემდეგ კიდევ პრეტენზიები გაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკურად აქტიური უნდა იყო. ეს სამარცხვინო ცირკია, რასაც ჩვენ ვუყურებთ. კიდევ ვხედავთ, რომ მის პოლიტიკურ პარტიაში ადამიანები არიან, რომლებიც ხბოს აღტკინებით , გაფართოებული თვალებით შესციცინებენ მას. ცდილობს, რომ არიოს საქართველო, ჩვენი ქვეყანა. ცდილობს, რომ იყოს დესტაბილიზაცია. მთავარი პრობლემა არის, რომ გვყავს ჩვენ საქართველოში პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არის ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველომ ერთა თასზე ურუგვაი დაამარცხა

მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველი მატჩი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებთან გამართა და მეტოქე ბონუსქულით 41:34 დაამარცხა.

„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას… როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს – 2027 წელს…“ – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.დვალიშვილი ამბობს, რომ   2027 წელს საქართველოში UFC-ის ჩატარება იგეგმება.„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას - ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს - 2027 წელს, გაზაფხულზე. ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით.ჩვენი ქართველი მებრძოლები და იმედია მეც ვიბრძოლებ აქ და იმედია სხვა ქართველი მებრძოლებიც შემოგვიერთდებიან.UFC-ის მოთხოვნა იყო, რომ 15 000 კაციანი დარბაზი სჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენ ეგეთი არ გვაქვს - ყველაზე მაქსიმუმი 10 000 კაციანი დარბაზი გვაქვს, ახალი სპორტის სასახლე და ეგ არის მე მგონი ლოკაცია“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი ჟურნალისტებთან.

ფილარმონიიდან პარლამენტამდე ლოზუნგით ,,ერთად სინდისის პატიმარი ქალების თავისუფლებისთვის”, მარში გაიმართა – რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ შაბათის ტრადიციული მარშის მონაწილეები, ლოზუნგით ,,ერთად სინდისის პატიმარი ქალების თავისუფლებისთვის”. მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები სხვადასხვა შინაარსის წარწერით: ,,რეჟიმი, რომელსაც ქალების ეშინია, უკვე დამარცხებულია”, ,,თავისუფლება სინდისის პატიმარ ქალებს”. აქციის მონაწილეების თქმით, ქალი პოლიტიკოსების და ასევე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პატიმრობით ,,ქართულ ოცნებას” სურს, საზოგადეობას დაანახოს, რომ “ბრძოლაში ქალების ადგილი არ არის”. პარლამენტთან მოქალაქეები ყოველდღიურად უკვე ერთ წელზე მეტია, იკრიბებიან. ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.„საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო პროცესი 5 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება.5 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდება, რომლისთვისაც 3600-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.მნიშვნელოვანია, რომ გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას.საგამოცდო ცენტრებში სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, ალი მოჯანი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც საქართველო-ირანის ეკონომიკური თანამშრომლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის პერსპექტივებზე საუბრობს

„როგორ შეიძლება, რომ რეგიონში, სადაც ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ვაჭრობდნენ და მეზობლობდნენ, ჩვენი ქვეყნების მარცვლეული ათასობით კილომეტრის დაშორებით, ლათინური ამერიკიდან შემოდიოდეს, ხოლო ხორცი — ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, მაშინ როდესაც რეგიონული ბაზრები ერთმანეთთან სულ მცირე მანძილით არიან დაშორებული?“ — წერს ელჩი.,,ბოლო დღეებში, საქართველოს ერთ-ერთ გავლენიან ოფიციალურ პირთან საუბრისას შევეხე საკითხს, რომელიც დღემდე მაფიქრებს. ვთქვი, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ჩემი, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩისა საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო გზის გახსნა საქართველოს მარცვლეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის, რათა ისინი გასულიყო ირანის 95-მილიონიან ბაზარზე, ასევე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე. მჯეროდა, რომ ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართველი ფერმერებისთვის, ასევე მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვლებოდა სასურსათო უსაფრთხოებისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. თუმცა ადმინისტრაციულმა სირთულეებმა, დოკუმენტაციის მოთხოვნებმა და გარკვეულმა მარეგულირებელმა ბარიერებმა არ მოგვცა საშუალება, რომ ეს მნიშვნელოვანი პოტენციალი იმ შედეგამდე მიგვეყვანა, რასაც ველოდით. დღეს, როდესაც საინფორმაციო საშუალებებით წავიკითხე, რომ გასულ წელს აღებული მარცვლეულის დაახლოებით 15% კვლავ საწყობებშია დარჩენილი და ახალი მოსავლის აღების დაწყებასთან ერთად თავისი ეკონომიკური და სასურსათო ღირებულების ნაწილს კარგავს, საკუთარ თავს ვკითხე: ნუთუ ეს მართლაც გარდაუვალი რეალობაა? როგორ შეიძლება, რომ რეგიონში, სადაც ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ვაჭრობდნენ და მეზობლობდნენ, ჩვენი ქვეყნების მარცვლეული ათასობით კილომეტრის დაშორებით, ლათინური ამერიკიდან შემოდიოდეს, ხოლო ხორცი — ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, მაშინ როდესაც რეგიონული ბაზრები ერთმანეთთან სულ მცირე მანძილით არიან დაშორებული? შესაძლოა, დადგა დრო, გულწრფელად დავსვათ კითხვა: რეგიონული ვაჭრობის ყველაზე დიდი დაბრკოლება ნამდვილად შესაძლებლობების ნაკლებობაა, თუ უფრო მეტად — რეგულაციების სირთულე და ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა? მე კვლავ მჯერა, რომ კავკასიისა და დასავლეთ აზიის მომავალი, პირველ რიგში, ეკონომიკურ თანამშრომლობაში, ბაზრების ურთიერთდაკავშირებასა და ურთიერთნდობაშია. თუ შევძლებთ ზედმეტი ბარიერების შემცირებას, ამით სარგებელს მიიღებენ არა მხოლოდ ქართველი ფერმერები, არამედ მწარმოებლები, მომხმარებლები და მთელი რეგიონის ეკონომიკები. იმედი მაქვს, ეს საკითხი გახდება კონსტრუქციული დიალოგის დასაწყისი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძო სექტორს, ექსპერტებსა და მოქალაქეებს შორის. შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ საქართველოსა და ირანისთვის არ იყოს მნიშვნელოვანი — ის შეიძლება იქცეს მთელი რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავლის მოდელად''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები