კვირა, მაისი 11, 2025

პრეზიდენტი: სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელიც მზად იქნება თავდადებისთვის, ამ ქვეყანას ექნება მომავალი!

ორბელიანების სასახლეში დღეს 1923 წლის 21 მაისს საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,სამხედრო ცენტრის“ წევრ 15 სამხედროს ეროვნული გმირის წოდება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიენიჭათ.

ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, ელიზბარ გულისაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, ლევან კლიმიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, როსტომ მუსხელიშვილი, სიმონ მუხრან-ბატონი, ივანე ქუთათელაძე, ფარნაოზ ყარალაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, ვარდენ წულუკიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი სიკვდილის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდნენ.

სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა, სადაც ამ გმირების პატივსაცემად გახსნილ ,,კოტე აფხაზის კაბინეტში“ იქნება დაცული.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, აუცილებლად აღსანიშნავია ამ პიროვნებების სიდიადე, რომლებსაც დღეს ვაჯილდოებთ ეროვნული გმირის ორდენითა და წოდებით.

,,ეს ადამიანები არიან მაგალითი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან ამ ქვეყანაში, სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელიც მზად იქნება თავდადებისთვის, ქვეყანა იქნება ძალიან ძლიერი და მას ექნება მომავალი!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეროვნულ გმირთა შთამომავლებს სიტყვით მიმართა ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში დავით თევზაძემ.

,,კოტე აფხაზი მაშინ კი არ გახდა გმირი, როდესაც თქვა, რომ ბედნიერია რომ კვდება საქართველოსთვის, ან უშუალოდ დახვრეტის წინ, – მას უკვე არჩეული ჰქონდა სიკვდილთან სითამამე, როდესაც 2 კვირით ადრე შესთავაზეს საქართველოს დატოვება, მან თქვა ძალიან მარტივი რაღაც: „მე ვარ საქართველოს გენერალი და გენერალი არასოდეს ტოვებს თავის ჯარისკაცებს ბრძოლაში!“, მაშინ გადადგა მან ეს ნაბიჯი.

გმირობის განმარტებისათვის რამდენიმე მარკერი ამოვირჩიე რადგან ამ მარკერში ჯდებიან ის ადამიანები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ: თავგანწირვა, ყველა იყო მზად, რომ თავი გაეწირა და გაწირეს კიდეც; სიკვდილის არაფრად მიჩნევა – ყველაზე დიდი ღირებულება ის კი არ არის, რას აკეთებ აქ, არამედ როდესაც გადადიხარ სხვა სამყაროში- როგორ გააკეთებ ამას და ამით, ხალხის მეხსიერებაში ზნეობრივ მაგალითს ტოვებ. როდესაც გგონია რომ გკლავენ სიცოცხლეს განიჭებენ“, – განაცხადა დავით თევზაძემ.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: დახვრეტილ გმირთა შთამომავლები, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები