არ მგონია სალომე ზურაბიშვილმა ვინმეს კარნახით რამე გააკეთოს და ვფიქრობ, რომ ეს მისი გადასაწყვეტია, – ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს.
„რა თქმა უნდა მართალია ის, რომ პრეზიდენტები ციხეში არ უნდა იყვნენ. ჩვენი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე არის ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. არ მგონია, რომ ვინმეს კარნახით რამე გააკეთოს და ვფიქრობ, რომ ეს მისი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ალასანიამ.
სალომე ზურაბიშვილის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა, თუმცა, ოთარ ზურაბიშვილის შეფასებით, არსებულ პოლიტიკურ გარემოში ამ გამოსავლის პოვნა რთულია.