პარასკევი, ივლისი 4, 2025

პაატა ბურჭულაძე: ყველას, ვინც კირბალში ცხოვრობს, უნდა მიეცეს ნებართვა ჰქონდეთ ცეცხლსასროლი იარაღი, რომ როგორმე თავი დაიცვან

ყველას, ვინც კირბალში ცხოვრობს, უნდა მიეცეს ნებართვა ჰქონდეთ ცეცხლსასროლი იარაღი, რომ როგორმე თავი დაიცვან, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

„ჩემი შეფასება ისეთია, რომ აქ [საოკუპაციო ხაზთან] ხალხი არის აბსოლუტურად მიტოვებული. დაუცველობის გრძნობა მაქვს მე, ახლაც, აქ როდესაც ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელები დგანან. აქ უნდა იყოს საგუშაგოები, თუ არ იქნება საგუშაგოები, მაშინ რაღაც უნდა მოხდეს. მე ასეთი აზრის ვარ, რომ ყველას, ვინც აქ სოფელში მაცხოვრებელია, უნდა ნებართვა მიეცეს, რომ ჰქონდეთ ცეცხლსასროლი იარაღი, რომ როგორმე თავი დაიცვან. აბსოლუტურად დაუცველები არიან. ამათ [რუს ოკუპანტებს] რომ მოუნდეთ, შემოვლენ და სულ დაიკავებენ ამ ტერიტორიას, კაცი შვილი არ არის ხმის გამცემი. შაბათს არის პირველ საათზე [თამაზ გინტურის] დაკრძალვა, მოგიწოდებთ ყველას, ჩემო მეგობრებო, რომ ვაგრძნობინოთ ამათ, რომ საქართველო მათთან ერთადაა. ჩამობრძანდით ამ დასაფლავებაზე, შაბათს, პირველ საათზე. მე მოგიწოდებთ ყველას, რომ ვაგრძნობინოთ, რომ ესენი მარტონი არ არიან. ეს არის ვაჟკაცი ხალხი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს და თეირანთან კავშირს წყვეტს

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს, რითაც წყვეტს კავშირს სააგენტოსა და თეირანს შორის.ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფმა ირანი დღეს დატოვა, ისინი ვენაში ბრუნდებიან.მანამდე, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს.

რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდის გამოიდარებს ქვეყანაში – „ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს…”

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ყველგან წვიმს და ჰაერის ტემპერატურამაც საგრძნობლად იკლო.„პრაიმტაიმი“ მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძეს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში, განმარტა თუ რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდემდე გასტანს ცივი დღეები.„ევროპის ტერიტორიაზე ამჟამად ვრცელდება, აფრიკული ანტიციკლონი, რომლის გავლენითაც ტემპერატურა, ცალკეულ ტერიტორიაზე (იტალია, საფრანგეთი) 45 გრადუსს აღწევს და ამ პერიოდისთვის, ასეთი ტემპერატურა ნორმალურია, კლიმატის შეცვლის ფონზე. აქვე ისმის კითხვა თუ რა ხდება საქართველოში, როდესაც ირგვლივ ცხელა. ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთშია მდგრადად მდგარი, და იქიდან წამოსულ ჰაერის მასებს ვკვებავთ, ვტენით და შედარებით შედარებით გრილი ამინდები გვაქვს. სტატისტიკურად თუ შევადარებთ, ეს პერიოდი ზუსტად ედრება სექტემბრის ბოლოს 20-21 გრადუსს, როცა უკვე ზაფხული გადასულია, თუმცა წლევანდელი ზაფხული ნამდვილად მოვა და არ უნდა მივეცეთ სასოწარკვეთას.4-5 ივლისს საქართველოში, კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება, ზოგან სეტყვა და ტემპერატურა, 20-25, გრადუსი იქნება.6 ივლისიდან, საქართველოში გამოიდარებს, იქნება მზიანი დღეები. ამიტომ 7 ივლისიდან ნამდვილი ზაფხული დაიწყება. ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა, 40 გრადუსი, ივლისის ბოლო მეასამე დეკადაში დაფიქსირდება. 40 გრადუსი ნორმაა ამინდის თვალსაზრისით, კი ეშინიათ ამის გაგონების, მაგრამ ეს ნორმაა, აი 43 გრადუსი თუ იქნება, აი, ეს იქნება არანორმალური.ამიტომ, წელს, ზაფხული ნამდვილად გამოვა, ნორმის ფარგლებში და ცოტა ნორმაზე ცოტა უფრო ცხელი“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ კობა ფარტენაძე.

ივანე მაჭავარიანი – გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები – მე განუმარტე, რაც რეალობა იყო, ჩემთვის ეს მოვლენა უცნობი იყო – ამის შესახებ...

გენერალურ პროკურატურაში ფინანსთა ყოფილი მინისტრის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ივანე მაჭავარიანმა უწყება უკვე დატოვა. ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ივანე მაჭავარიანმა პროკურატურა დატოვა, მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.მაჭავარიანი ამბობს, რომ მას გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას ეხება, ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ, მედიით გაიგო."ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. გავიგე, რაც მედიაში გაჩნდა ახლა, რამდენიმე კვირის წინ," - ამბობს ივანე მაჭავარიანი.პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის,უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, რომლის ერთ ერთი ეპიზოდია 2019 წელს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნა.

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.ადვოკატის ინფორმაციით, ჩახალიანი საგამოძიებო კომიტეტის შენობაში იმყოფება.როგორც სომხური მედია წერს, ვაჰაგნ ჩახალიანი ინიციატივა „კამკის“ ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ საქმიანობაში. ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.

„ლე ფიგარო“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს – „საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ“

ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“ საქართველოსა და მის ტურისტულ პოტენციალს სტატიას უძღვნის.სტატიაში, რომელიც მომზადდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულია, რომ საქართველოს, როგორც კოლხეთის სამეფოს მემკვიდრეს, თავისი ხიბლი არასოდეს დაუკარგავს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ის უფრო მიმზიდველი გახდა.სტატიაში სახელწოდებით, „საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ“ საუბარია საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, აღნიშნულია, რომ საქართველო იდეალური ადგილია მათთვის, ვინც მთის ლაშქრობებსა და ზღვისპირა დასვენებას ერთდროულად ეძებს.სტატიაში საუბარია თბილისზეც, როგორც თანამედროვეობისა და მემკვიდრეობითი სილამაზის ნაზავზე, სადაც თანაარსებობენ თანამედროვე არქიტექტურა და ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი ჭრელი სახლები.„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, ღვინის უწყვეტი წარმოების რვაათასწლოვანი ტრადიციის ქვეყანაა, რომელიც ამაყობს ქვევრის ტექნიკით – მიწაში ჩამარხული თიხის დიდი ჭურჭლებით, რომლებშიც ღვინო ბუნებრივად მწიფდება. ეს ტექნოლოგია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ინახება და სრულყოფილება. მოსავლის აღების სეზონი კი ერთგვარი მხატვრული სანახაობაცაა – ვენახები ოქროს ფერებში ბრწყინავენ, თითქოს ქვეყნის უძველეს მითებს აცოცხლებენ“, – ნათქვამია სტატიაში.

ბოლო სიახლეები