კვირა, დეკემბერი 29, 2024

ზელენსკი ჟან-კლოდ იუნკერს პასუხობს და აცხადებს, რომ თეზისი უკრაინის კორუმპირებულობის შესახებ ცნობილი რუსული ნარატივია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ “კორუმპირებული უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის”.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, თეზისი უკრაინის კორუმპირებულობის შესახებ ცნობილი რუსული ნარატივია, რომელსაც მოსკოვი იყენებს დასავლეთის ქვეყნების დასარწმუნებლად, შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა.

“რა თქმა უნდა, ომის დროს უამრავი სხვადასხვა შემთხვევაა. რთულია სასამართლო სისტემისთვის ყველაფრის კონტროლი. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ამას ვებრძვით და გვესმის, რომ არცერთი დოლარი, არცერთი ევრო, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, არცერთი სამთავრობო დაწესებულებიდან არ არის მოპარული”, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

“ახლა მან [ჟან-კლოდ იუნკერმა] გადაწყვიტა რუსული ნარატივის გახმოვანება, რადგან ყველას დაავიწყდა ვინ არის ის. მე ვფიქრობ, რომ ეს სისულელეა. მაგრამ ის მოხუცი კაცია. მშვიდობას ვუსურვებ”, – დასძინა ზელენსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 15:44 საათზე, დმანისთან მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

დონალდ ტრამპი TikTok-ის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, გადაავადოს ქვეყნის მასშტაბით აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვა, ვიდრე ის "პოლიტიკურ გამოსავალზე" მუშაობს. როგორც BBC იტყობინება, ტრამპის ადვოკატმა შესაბამისი იურიდიული დოკუმენტით სასამართლოს უკვე მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ტრამპი წინააღმდეგია TikTok-ის აკრძალვის და ითხოვს შესაძლებლობას, კაბინეტში მოსვლის შემდეგ, თავად გადაჭრას არსებული პრობლემა პოლიტიკური გზით. საქმე ისაა, რომ 10 იანვარს უზენაეს სასამართლოში TikTok-ის საქმეს განიხილავენ. აშშ-ის კანონმდებლობა სოციალური ქსელის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს TikTok-ის ამერიკელ მფლობელზე გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპლიკაცია 19 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის მასშტაბით გაითიშება. მიმდინარე წლის აპრილში შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ და ოფიციალურმა პირებმა TikTok-ს ბრალი ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში დასდეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბრალდებას უარყოფს, კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც ჩინური კომპანიის შვილობილი TikTok-ი ამერიკაში უნდა აიკრძალოს. საკანონმდებლო ცვლილებას ხელი ჯო ბაიდენმა მოაწერა. უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს, შოუ ზი ჩუს გასულ კვირას შეხვდა. სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების ეს საქმე უპრეცედენტოა და ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლებას, მეორე მხრივ კი ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ტრამპს მიაჩნია, რომ, რადგან 20 იანვრამდე მისი მანდატი არ მოქმედებს, TikTok-ის აკრძალვის საკითხი უნდა გადავადდეს, რათა ახალ პრეზიდენტს შანსი მიეცეს, საქმეს პოლიტიკური გადაწყვეტა მოუძებნოს. ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტობისას TikTok-ის აკრძალვას უჭერდა მხარს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, TikTok-ის მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 5 ნოემბრის არჩევნებში ახალგაზრდების ხმებიც მოიგო.

ქართველი ემიგრანტი, რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა, აეროპორტში გარდაიცვალა

ქართველი ემიგრანტი, თამარ ტაბაშიძე რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა აეროპორტში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ავრცელებს. „აეროპორტში როგორი სიხარულით მიდიოდი, ბარის აეროპორტი იყო შენი ემიგრანტობის წლების დასასრული? როგორ გელოდებოდა შვილები, ესაა შენი პირობა? რომ ჩავალ ბესოს სასაფლაოზე უნდა ავიდეო? რამდენი კარგი მოგონებები რამდენი კარგი გეგმები გვქონდა. მშვიდობით მეგობარო. ვუთანაგრძნობ ოჯახს, საემიგრანტო სამეგობროს. გუშინ ბოლოჯერ ეზიარა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში“, - წერს ქართველი ემიგრანტი.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს: "ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ. ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება". ცნობისათვის:  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული. ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ტოპტვინებს მხოლოდ დამკვეთების ესმით და სამშობლო არაფრად უღირთ. მათ ვინც ქუჩაში მხოლოდ გულშემატკივრობთ და „სხვა ვალდებულებებით“ არ ხართ დატვირთული, დაფიქრდით – დიმიტრი ხუნდაძე

ქვეყანა რომ წაქეზებულ, ქუჩის პოლიტიკურ კეკლუცს აჰყვეს, უმძიმესი სცენარის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და მეტად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე, - ასე ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, დღემდე არ გაჟღერებულა არც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსული, ან რით დასტურდება, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაში გამოიხატება ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ინტერესების დაცვა და ასე შემდეგ. „ქვეყანა რომ წაქეზებულ, ქუჩის პოლიტიკურ კეკლუცს აჰყვეს, უმძიმესი სცენარის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და მეტად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე. არგუმენტებით საუბარი და დისკუსია ყოველთვის სჯობს უარგუმენტოდ ხმაურს და პერფორმანსებით პოზირებას. კითხვებს თუ პასუხები არ მოეძებნა, არ ივარგებს. დღემდე არც ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია, თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსული, ან რით დასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა? რაში გამოიხატება რუსეთის ინტერესების დაცვა და რატომ არის უკრაინის ბედი მიმზიდველი? რას ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში შეზღუდულია, როცა დღეს გამოხატვის თავისუფლება თავაშვებულობამდე „ხელმისაწვდომია". რას ნიშნავს „ქუჩისეული" გაგებით ქვეყანაზე ზრუნვა, როცა დაჟინებით სანქციებთან მიერთებას ითხოვენ და „ცხელ ბომბებს" ანიჭებენ უპირატესობას „ტექნიკური მთავრობის" ინიციატორები? რას ნიშნავს ქართული ტრადიციების მომხრეობა, თუ კი ოჯახური ფასეულობები უნდა „გავასხვისოთ" და კაცი ქალისგან არ განვასხვაოთ, ტაძრებს კვერცხები ვესროლოთ და სასულიერო პირები ვაბულინგოთ. პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები" ვესროლოთ, ცოცხლად დავწვათ და ამის ჩამდენი გმირად გამოვაცხადოთ, ბავშვები კლასებიდან გამოვიყვანოთ და აგენტურას წინ ფარად დავუყენოთ. უმცირესობა უმრავლესობად წარმოვაჩინოთ და საპირისპირო აზრს, დემოკრატიის სახელით, განადგურებამდე ვებრძოლოთ. ტოპტვინებს მხოლოდ დამკვეთების ესმით და სამშობლო არაფრად უღირთ. მათ ვინც ქუჩაში მხოლოდ გულშემატკივრობთ და „სხვა ვალდებულებებით" არ ხართ დატვირთული, დაფიქრდით და ქვეყანას ცეცხლთან ნუ ათამაშებთ, ნუ შეუწყობთ ხელს იმას, რაც თქვენდაუნებურად, თქვენც დაგაზიანებთ,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ბოლო სიახლეები