კვირა, იანვარი 18, 2026

თემურ მღებრიშვილი: დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული

სტიქიის ზონაში, დღეს, მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს ხუთი ცხედარია ნაპოვნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ ძებნა-შველის ღონისძიებას, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოებში ჩართულები არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

„მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში, ღამის განათებებით უწყვეტად გაგრძელდება სამაშველო ოპერაცია.

„დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24-საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ , ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოწმდება და ხდება მასზე რეაგირება.

„რაც არ უნდა ალოგიკურად მოეჩვენოს ვინმეს ვამოწმებთ ნებისმიერ ინფორმაციას. ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაციები. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერების საშუალებით და მოვუწოდო თუკი ვინმე საჭიროდ ჩათვლის ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმებას მოგვმართოს როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში დააფიქსიროს ზარი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მყისიერად მოხდება ყველანაირი სახის ინფორმაციის გადამოწმება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 16 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სირიის არმიამ ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები დაიკავა

სირიის არმია ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინსვლას განაგრძობს.მედიის ინფორმაციით, არმიამ ქალაქ რაქას დასავლეთით არსებული მთავარი კაშხალი, ქალაქ ტაბქა და ქალაქში მდებარე სამხედრო აეროპორტი დაიკავა. ამ სტრატეგიული პუნქტების კონტროლის დაკარგვის შესახებ, ქურთული ძალების მხრიდან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ამ დროისთვის უცნობია ისიც, გრძელდება თუ არა მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები.როგორც მედია წერს, ქურთულმა ძალებმა ამ რეგიონიდან უკან დახევა საკუთარი სურვილით დაიწყეს, თუმცა შემდგომში სირიის არმია შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, სირიის არმია აგრძელებდა სვლას აღმოსავლეთით ქალაქებისა და ნავთობის საბადოების მიმართულებით, რისი უფლებაც არ ჰქონდა.

ალექსეი გონჩარენკოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესმა მეგობარმა ივან ბაკანოვმა ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამი აიღო, რის ამსახველ ფოტოსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს

უკრაინის VIII მოწვევის ყოფილი სახალხო დეპუტატი ბორისლავ ბერეზა, ბიზნესმენ სერგეი ვაგანიანთან ერთად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ივან ბაკანოვის ხელმძღვანელობის პერიოდში არსებული მასშტაბური კორუფციული ქსელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ფოტოზე ასახული პიროვნება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესი მეგობარია, რომელმაც ბიზნესმენისგან ქრთამი აიღო.„ფოტოზე ივან ბაკანოვია. ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესი მეგობარი. იოგო ზელენსკიმ SBU-ს (უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის) ხელმძღვანელად დანიშნა, როცა არჩევნებში გაიმარჯვა. ივან ბაკანოვი თავის კაბინეტში ბიზნესმენ სერგი ვაგანიანისგან ქრთამს იღებს. ვაგანიანმა კი ფულის გადაცემის ამსახველი ფოტო გადაიღო. ბაკანოვის უახლოესი მეგობარი და მისი მოადგილე SBU-ში, ნაუმოვი, რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა და ნაწილობრივ ჩააბარა უკრაინის სამხრეთი. გათავისუფლების შემდეგ ბაკანოვი კურშაველში (ელიტარული სათხილამურო კურორტი საფრანგეთში) ნახეს. ის ხალხი კი, ვინც ხმა ზელენსკის მისცა, ფრონტზე ნახეს. ისინი ათავისუფლებდნენ სამხრეთს, რომელიც ზელენსკის ბავშვობის მეგობარმა ჩააბარა. ასეთი სევდიანი ისტორიაა“- წერს გონჩარენკო.

დააკავეს გოგო, რომელმაც მშობლების მოწამვლა მხოლოდ იმიტომ სცადა, რომ მას შეყვარებულთან ურთიერთობა აუკრძალეს (უცხოეთი)

ბრაზილიაში არასრულწლოვანმა გოგონამ საკუთარი მშობლებისა და ბიძაშვილის მოწამვლა მას შემდეგ სცადა, რაც მშობლებმა შეყვარებულთან ურთიერთობა აუკრძალეს. ინციდენტის შესახებ, პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით, გაზეთი Daily Star-ი წერს.შემთხვევა ქალაქ ნოვა-სერანაში მოხდა, სადაც 17 წლის გოგონამ მომზადებულ საკვებში საწამლავი დაამატა. ეს ძალზე საშიში ნივთიერებაა, რომელიც ბრაზილიაში არალეგალურად გამოიყენება მღრღნელებთან საბრძოლველად და ადამიანისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა ეჭვმიტანილის ბიძაშვილის წყალობით.მამაკაცმა ჭამის დაწყებისთანავე შენიშნა კერძის უჩვეულო და საეჭვო კონსისტენცია და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა სხვა ნათესავებს. მშობლებმა მისი გაფრთხილება გაითვალისწინეს და საკვები არ გაუსინჯავთ, ხოლო თავად ბიძაშვილმა სასწრაფოდ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ექიმებმა მას კუჭის გამორეცხვა ჩაუტარეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დააკავეს.

ეს დაავადება ხშირად ვირუსით ინიღბება… – პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.„ბოლო ორი კვირაა გახშირდა საშარდე გზების ინფექციები ბავშვებში, რომელიც ჩვილ ასაკში ხშირად გრიპის ვირუსით ინიღბება. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ სიცხე ყოველთვის ვირუსია… ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს შარდსასქესო გზების ინფექცია. ჩვილებში სიმპტომები ხშირად შეუმჩნეველია: მაღალი ტემპერატურა აშკარა მიზეზის გარეშე ჭირვეულობა, მოთენთილობა ცუდი მადა, ღებინება შარდის მძაფრი სუნი მოზრდილებში წვა ან ტკივილი შარდვის დროს ხშირი შარდვა მცირე რაოდენობით მუცლის ან წელის ტკივილი შარდში სისხლის მინარევი ღამის შარდვა (თუ ადრე არ ჰქონია) აუცილებლად გახსოვდეთ,რომ სიცხე მიზეზის გარეშე – ყოველთვის საჭიროებს შემოწმებას შარდის ინფექცია არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ დროული მკურნალობა იცავს აღმავალი ინფექციის განვითარებისგან  აუცილებლად მიმართეთ ექიმს დროულად, არ დაიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია ლაბორატორიული ტესტის გარეშე! „სიცხე ყოველთვის ვირუსი არ არის " - წერს პედიატრი. 

რა ხდება ამ დროისთვის რიკოთზე – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბოლო სიახლეები