პარასკევი, ივლისი 17, 2026

თემურ მღებრიშვილი: დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული

სტიქიის ზონაში, დღეს, მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს ხუთი ცხედარია ნაპოვნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ ძებნა-შველის ღონისძიებას, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოებში ჩართულები არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

„მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში, ღამის განათებებით უწყვეტად გაგრძელდება სამაშველო ოპერაცია.

„დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24-საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ , ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოწმდება და ხდება მასზე რეაგირება.

„რაც არ უნდა ალოგიკურად მოეჩვენოს ვინმეს ვამოწმებთ ნებისმიერ ინფორმაციას. ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაციები. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერების საშუალებით და მოვუწოდო თუკი ვინმე საჭიროდ ჩათვლის ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმებას მოგვმართოს როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში დააფიქსიროს ზარი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მყისიერად მოხდება ყველანაირი სახის ინფორმაციის გადამოწმება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 16 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებს - ,,ნინოწმინდა, ,,კარწახი“, კარწახი - ახალქალაქი სარკინიგზოს“ და ,,ვალეს“  ესტუმრა, სადაც საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მსვლელობისას, მან ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდების მნიშვნელობას და გაზრდილ სატვირთო ავტომობილების ნაკადის ეფექტურად მართვის პროცესში განხორციელებული ღონისძიებები განიხლა.შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც მებაჟე ოფიცრების სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ამასთან, ,,ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყოფნისას, უწყების ხელმძღვანელმა დაათვალიერა ახალი, დამატებითი გასასვლელების (სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის) მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები. რეგიონში სტუმრობისას, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა ახალციხისა და ბორჯომის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, სადაც გადასახადის გადამხდელთათვის შეთავაზებული სერვისების მიწოდების პროცესს პირადად გაეცნო. სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას, მიხეილ მაღლაკელიძემ აღნიშნა, რომ  მომხმარებლებთან კოორდინირებული თანაშრომლობის გარეშე, შეუძლებელი იქნება უწყების მიერ, დასახული მნიშვნელოვანი ამოცანების  შესრულება.რეგიონალურ შეხვედრებს, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები - ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყენია და სხვა პასუხისმგებელი პირები.

მსოფლიოს 100 საუკეთესო ყველს შორის 2 ქართულია – TasteAtlas-ის განახლებული რეიტინგი

მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყველის სტატუსი ბერძნულმა Graviera Naxou-მ დაიმსახურა - ამის შესახებ პოპულარული პლატფორმის, TasteAtlas-ის უახლეს რეიტინგში - „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ - არის ნათქვამი.37 ათასი მომხმარებლის შეფასებებზე დაყრდნობით, საუკეთესო ყველის სამშობლოდ, საბერძნეთთან ერთად, ასევე იტალია, საფრანგეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრაზილია და პოლონეთი დასახელდნენ. რეიტინგის პირველ ათეულში სწორედ ამ ქვეყნების სხვადასხვა პროდუქტი გადანაწილდა.აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში - „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ საქართველოდან ორი დასახელების ყველი - ტენილი და სულგუნი მოხვდა, შესაბამისად, მათ მე-17 და 35-ე პოზიციები დაიკავეს.„ტენილი უნიკალური ქართული ყველია, რომელიც სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მზადდება. მისი დამზადება შეიძლება როგორც ძროხის, ისე ცხვრის რძისგან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რძე მაღალი ცხიმიანობით გამოირჩეოდეს. ყველს ჯერ წურავენ, ხოლო შემდეგ თბილ მასას ხელით მრავალჯერადად წელავენ თხელ ძაფებად, რაც მას განსაკუთრებულ ფორმასა და ვიზუალს სძენს.ვინაიდან ეს პროცესი საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს, ტენილს, როგორც წესი, დიდი დღესასწაულებისა და ლხინისთვის ამზადებენ“, - აღნიშნულია პლატფორმის აღწერაში.რაც შეეხება სულგუნს, Tasteatlas-ი წერს, რომ „სულგუნი ცილინდრული ფორმის ქართული ყველია, რომლის სამშობლოც სამეგრელოს რეგიონია. ყველს აქვს ნაზი, თუმცა მრავალფეროვანი გემო და ნახევრად მკვრივი ტექსტურა. მისი დამზადება შეიძლება ძროხის, კამეჩისა და თხის (იშვიათად) რძისგან, ან ამ სამივე სახეობის რძის ნაზავისგან.ყველის გემური თვისებები, მისი ნაირსახეობიდან (ნედლი, შებოლილი თუ ნახევრად მაგარი) გამომდინარე, მერყეობს მსუბუქი მჟავიანობიდან და პიკანტურობიდან მლაშე და შებოლილ არომატამდე. ყველი ადვილად დნება, რის გამოც მას ხშირად იყენებენ პიცის მოსართავად, თუმცა მისი დამატება სხვადასხვა სალათასა თუ პასტის კერძებშიც შეიძლება“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ადვოკატი – გიორგი უძილაურმა პროცესზე თქვა: „მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, დამამუშავებდაო“, გავრცელებულ კადრებში ვინც ჩანს, ნაცნობები არიან, კონვერტში რა იდო?...

გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს. თქვა: “მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, არამედ დამამუშავებდა”, ასევე თქვა, მე პოზიციებს არ ვიცვლი იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ტრენდი პოლიტიკაშიო, - ამის შესახებ ჯაშუშობის მუხლით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატმა ბექა გულედანმა განაცხადა.მისი თქმით, საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არ არის.“დღეს არსებითი განხილვის პირველი სხდომა იყო. მხარეებმა თქვეს შესავალი სიტყვები. ბრალდების მხარემ დააფიქსირა, მტკიცებულებები გვაქვსო. დაცვის მხარემ დააფიქსირა, რომ მტკიცებულებები არ არის.გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. თქვა: “მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, არამედ დამამუშავებდა”, ასევე თქვა, მე პოზიციებს არ ვიცვლი იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ტრენდი პოლიტიკაშიო.საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არ არიან. ტელევიზიაში გავრცელებულ კადრებში ვინც ჩანს, ნაცნობები არიან, კონვერტში რა იდო? იდო თანხა? ვინმემ თანხა ნახა? საქმეში არ არის. არავინ არ იცის კონვერტში რა იდო, გამოძიებამ დაადგინოს. ასევე, საქმეში არანაირი დაშიფრული მასალები არ არის”, - განაცხადა ბექა გულედანმა.ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ გამყრელიძე ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

ბუდაპეშტში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ვლადიმერ გამყრელიძემ (86კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.ვიცე-ჩემპიონები გახდნენ რობერტ დინგაშვილი (57კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70კგ).სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო ახალგახრდა თორნიკე სამხარაძემ (86კგ), რომელიც ნახევარფინალში გამყრელიძესთან დამარცხდა.დღეს, 16 ივლისს ბუდაპეშტში ხალიჩაზე 79, 92, 97, 125კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენებს ვიხილავთ. მედლებისთვის ტარიელ გაფრინდაშვილი, ლუკა ჩხიტუნიძე (79კგ), მირიან მაისურაძე, ზაურ ბერაძე (92კგ) და სანდრო მარგიშვილი (97კგ) იბრძოლებენ.

პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტები ერთმანეთთან პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას.ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.

ბოლო სიახლეები