პარასკევი, მაისი 9, 2025

გახდი სამხედრო პოლიციელი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, მოქალაქეებს 21 – დან 35 წლის ჩათვლით სთავაზობს 4 წლიან საკონტრაქტო სამხედრო პროფესიულ სამსახურს თბილისსა და რეგიონებში საკონტრაქტო სამსახურში მისაღებად მოქალაქეები გაივლიან შემდეგ ეტაპებს: • რეგისტრაცია; • სამედიცინო შემოწმება; • საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლის პერიოდში ყოველთვიური დარიცხული ანაზღაურება შეადგენს 1250 ლარს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, განთავსებით, ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რიგითის მინიმალური ხელფასი შეადგენს 1530 ლარს, რაც იზრდება წოდების და სტაჟის შესაბამისად პირველი 4 წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედროებს ერთჯერადი ბონუსის სახით დაერიცხებათ 10 000 ლარი, ხოლო მეორე და მომდევნო კონტრაქტის დასრულების შემდეგ დაერიცხებათ 20 000 ლარი. სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ სამხედრო პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე. სამხედროებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის გათვალისწინებულია სწავლის თანადაფინანსება საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლისას მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სტიპენდია სემესტრულად 750 ლარის ოდენობით. #სამხედროპოლიცია #გახდისაქართველოსჯარისკაცი საკონტაქტო ინფორმაცია სამხედრო პოლიცია: 577196688 032 2 723535 შიდა ნომერი 28-64 E-mail: [email protected] საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia Georgian Military News ??

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქაშუეთის ტაძარში 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.„როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა იმართება

ევროპის დღესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და მოქალაქეები ხუთ სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ.ისინი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ ევროპული მომავლისთვის, არამედ უკეთესი საქართველოსთვის, დღესაც იკრიბება და აღნიშნავს ევროპის დღეს.„ამ პროტესტის არსი სამწუხაროა, რომ არის საბრძოლი ის, რაზეც შეთანხმებული ვიყავით, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში, ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება. სამწუხაროდ, ამ მხრივ ძალაუფლების მიმტაცებელი ივანიშვილი დაპირისპირებულია ქართველ ხალხთან და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ ევროპული მომავლისთვის, არამედ უკეთესი საქართველოსთვის, დღესაც ვიკრიბებით და აღვნიშნავთ ევროპის დღეს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.ამასთან, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს სურთ დემონსტრირება, რომ მტკიცედ დგანან საქართველოს სადარაჯოზე და მათი სურვილია, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.„დღეს ევროპის დღეა და გვინდა დემონსტრირება იმისა, რომ გვსურს, საქართველო ბოლოსდაბოლოს გახდეს ამ ყველაზე ცივილიზებულ სახელმწიფოთა კონფედერაციის, ანუ ევროკავშირის წევრი. ასევე, იმის, რომ არ გავტეხილვართ, ისევ მედგრად, მტკიცედ ვართ და ისევ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის დღეზე ევროკავშირისგან დაფინანსებული პირის ჟურნალისტზე თავდასხმა კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას

ის, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირი თავს ესხმის ჟურნალისტს, კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.პაპუაშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.„ექსპო ჯორჯიაში“, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა და მუშაობაში მიზანმიმართულად შეუშალა ხელი, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. „იმედის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.

შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას – დანიის პრემიერი პუტინს მიმართავს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფედერიქსენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, რომ უკრაინაში ომი შეწყვიტოს.ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე გზავნილი პუტინისთვის 9 მაისს, ფრედერიქსენმა უპასუხა: „შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას“.„შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას. ნუ შეეცდები ჩვენი დემოკრატიის განადგურებას დეზინფორმაციითა და რობოტებით. ნუ დაანგრევ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ნუ მოაწყობ დივერსიებს წყლის ქვეშ. ნუ დაასუსტებ და ნუ დაანგრევ მსოფლიო თანამეგობრობას და ნუ მოკლავ ევროპელებს. სინამდვილეში ეს არც ისე რთულია, ჩვენ, დანარჩენები ამას არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ფედერიქსენმა.ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრი სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთ-უკრაინას შორის ზავის გაფორმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოსკოვს მშვიდობისკენ სწრაფვა არ გამოუჩენია.

პატრიარქი-მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს - საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მილოცვას ავრცელებს."ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, – განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები... და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიეწრთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, – გამარჯვების ზეიმს.„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“(რომ 14.19).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო.ილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები