შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რათა მიეხმარონ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“, როგორც იგი თავად უწოდებს თავის თავს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს ოპოზიციამ ბევრი კითხვა დასვა, თუმცა პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ არიან.
„სამწუხაროა და ძალიან საწყენია, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს წარმოდგენილი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს შეურაცხყოფას არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. მინდა, გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის მაინც შეიძლება, გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება, რათა არ დარჩეს განცდა იმისა, რომ ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.