როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ რეპუტაცია აღიდგინოს და ამისთვის მიმართავს არა სასამართლოს, არამედ პიარ-კომპანიებს, ამით ის ფაქტობრივად აღიარებს საკუთარ დანაშაულს და აღიარებს იმას, რომ მას სასამართლოში პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ დავით კეზერაშვილის „ფორმულას“ მიერ პიარ კომპანიასთან გაფორმებულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამის კიდევ ერთი მაგალითი მიხეილ სააკაშვილის საქმე იყო.
„ის თავის გასტრონომიულ ფალსიფიკაციას ასაღებდა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციის ზიანისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის სწორედ საქართველოს წინააღმდეგ იყო მხილებული დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებაში. ანუ, ფაქტობრივად, კეზერაშვილი მიდის სააკაშვილის გზაზე და ამის საწინააღმდეგო, ცხადია, ჩვენ არაფერი გვაქვს. ეს ადამიანები აქამდეც ერთმანეთის გზაზე დადიოდნენ, ახლაც ასე გააგრძელონ და შედეგი იქნება ზუსტად ის, რაც სააკაშვილის შემთხვევაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.