რატი იონათამიშვილი კეზერაშვილზე: როდესაც ადამიანი ცდილობს რეპუტაცია აღიდგინოს და ამისთვის მიმართავს არა სასამართლოს, არამედ პიარ-კომპანიებს, ამით ფაქტობრივად აღიარებს საკუთარ დანაშაულს

Read Time:35 Second

როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ რეპუტაცია აღიდგინოს და ამისთვის მიმართავს არა სასამართლოს, არამედ პიარ-კომპანიებს, ამით ის ფაქტობრივად აღიარებს საკუთარ დანაშაულს და აღიარებს იმას, რომ მას სასამართლოში პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ დავით კეზერაშვილის „ფორმულას“ მიერ პიარ კომპანიასთან გაფორმებულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამის კიდევ ერთი მაგალითი მიხეილ სააკაშვილის საქმე იყო.

„ის თავის გასტრონომიულ ფალსიფიკაციას ასაღებდა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციის ზიანისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის სწორედ საქართველოს წინააღმდეგ იყო მხილებული დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებაში. ანუ, ფაქტობრივად, კეზერაშვილი მიდის სააკაშვილის გზაზე და ამის საწინააღმდეგო, ცხადია, ჩვენ არაფერი გვაქვს. ეს ადამიანები აქამდეც ერთმანეთის გზაზე დადიოდნენ, ახლაც ასე გააგრძელონ და შედეგი იქნება ზუსტად ის, რაც სააკაშვილის შემთხვევაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქართველიშვილი არესტოვიჩის შესახებ: თანამედროვე პოლიტიკური კანიბალიზმი – როდესაც ღამის კლუბში გამგზავრების წინ აუღელვებლად საუბრობ შენთვის უკვე საზარბაზნე ხორცად ქცეულ ადამიანებზე, ბავშვებზე, ერზე…
Next post გიული ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: მაქვს სასწაულის იმედი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამდენი ხანი გაძლო ადამიანმა