ხუთშაბათი, ნოემბერი 12, 2026

უკრაინული მედია: ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა tabloid.pravda.com.ua წერს. გამოცემის ცნობით, 32 წლის უკრაინელმა დეპუტატმა ამის შესახებ თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

იასკო წერს, რომ მისი შვილი არის მამისთვის უკრაინელი ფესვები და უკრაინული გაგრძელება.

„უკრაინელი დედის აღსარება ბავშვთა დაცვის დღეს.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი დაიბადებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი საშინელი ომის რეალობაში. ზაფხულის პირველ დღეს, ჩვენს უმრავლესობას არ სძინებია ბოლო დღეებში, ჩვენ არ ვფიქრობთ ზაფხულზე. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი ბავშვების დაცვაზე.

ბავშვებზე, რომლებსაც სამწუხაროდ არ შეუძლიათ უსაფრთხოდ ყოფნა საკუთარ სახლებში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის გამო.

ის არასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი მამა არ იქნებოდა ახლოს თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, რომლებშიც ერთად ყოფნას ვგეგმავდით.

ჩემი ბავშვი ჩემი სიყვარულია. მისი მამისთვის მისი შვილი წარმოადგენს უკრაინულ ფესვებს და ის უკრაინული გაგრძელება, რომელზეც ის ოცნებობდა და რომელიც სურდა, ამაყობდა რა უკრაინის მოქალაქის პასპორტით.

არასდროს მიფიქრია, რომ ბავშვის გაჩენა ომის დროს ნამდვილად საშიშია. საშიში და შემზარავია ფიქრი მომავალზე. ჩვენ ყველაფერი სრულიად განსხვავებულად წარმოგვედგინა. გარემოებები და რეალობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო.

ის, რაც მე გადავიტანე ძალიან მნიშვნელოვან თვეებში – ესაა საშინელი სიტუაცია, რომლებიც ცალკე წიგნებსა და საშინელებათა ფილმებში უნდა აღწერო. საშინელებაა.

და შენ სრულიად მარტო ხარ. და იბრძვი იმისთვის, რაც გჯერა, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის.

შენ ერთადერთი ხარ. ბავშვთან ერთად. ფაქტობრივად, ბავშვს მშობლებიდან მხოლოდ შენ ჰყავხარ. შენს გვერდით არის დედა, რომელიც ორივეს ფუნქციას ასრულებს – დედისა და მამის.

შენ მარტო ხარ, მაგრამ ისეთი, როგორიც შენ ხარ, ახლა ათასობით უკრაინელი ქალია, რომლებმაც ახლა იციან, თუ რას ნიშნავს ასეთი ბრძოლა თავისუფლებისა და ჩვენი შვილების თავისუფალი მომავლისთვის.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ თაობას, რომელიც ქვეყანას სამუდამოდ შეცვლის და გათავისუფლდება მათგან, ვისაც ტყვეობაში ვყავართ.

ცხადია, ამის მასშტაბის წარმოდგენა შეუძლებელია. განსაკუთრებით, როდესაც ეს არა მხოლოდ ჩვენ გვეხება, არამედ ჩვენი ბავშვების თავისუფლებას. ჩვენ ქალების მხრებსა და გულებს არაერთი გამოცდა დაატყდა თავს.

ქედს ვიხრი ყველა უკრაინელი ქალის წინაშე, რომელსაც ღამით არ სძინავს, იცავს სამშობლოს მისი შრომითა და ზრუნვით, იცავს შვილს ყოველ დღე.

მე ერთ-ერთი მათგანი გახლავართ. მე დედა ვარ. უკრაინელი დედა. მე ვარ უკრაინელი ბავშვის დედა. და ჩვენ, უკრაინელი დედები ახლა ვიცავთ უკვე ჩვენი ბავშვების თაობას, რომლებიც დაიბადნენ მშობლებისგან, რომლებიც ნამდვილად თავისუფალი არიან სულით და უკრაინული გულით! დაე, ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცულები!“,- წერს იასკო სოციალურ ქსელში

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს: გვერდით მიგულე ძმაო ყველგან და ყოველთვის, ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.„გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება!” – წერს ცოტნე ივანიშვილი.როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.

ილია თოფურია – არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია –...

არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყვნენ. ამის შესახებ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.თოფურია მათ ლაჩრების ჯგუფს უწოდებს და აცხადებს, რომ სირცხვილია."არსებული ინფორმაციით, უსმანი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო.და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია. სრული ლაჩრების ჯგუფი.ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის პიროვნებების ჯგუფი იყავით. ახლა ყველანაირი ეჭვი გაფანტეთ.ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა სიტყვები არაა, რომლებსაც ქადაგებ. ეს ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. და თქვენ არც ერთი მათგანი არ გამოაჩინეთ”, - წერს თოფურია.შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. შესაბამისი ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.

თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა

თბილისში, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.რაც შეეხება უშუალოდ მომხდარის მიზეზებს, უწყების ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„არაკაცური, არასპორტული საქციელი. მერაბ, შენს გვერდში ვართ, როგორც ყოველთვის!“- ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება:„არაკაცური, არასპორტული საქციელი. მერაბ შენს გვერდში ვართ, როგორც ყოველთვის!“ - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.ცნობისთვის, დღეს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს ზურგიდან მიპარვით თავს დაესხა.

1000 ლარი მერიისგან – ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს სტიპენდიას

დედაქალაქში მოქმედმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, დღეიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის მერიას უნდა წარუდგინონ 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე, თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტების მონაცემები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, თითოეული წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიისგან 1 000 ლარის ოდენობის ფინანსურ წახალისებას მიიღებს.„განვაგრძობთ თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტების წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება ყველაზე მყარი საფუძველია, რომელზეც დგას ახალგაზრდების წარმატებაც და დედაქალაქის განვითარებაც. განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული თაობა არის ის ძალა, რაც ჩვენს დედაქალაქს ევროპის ერთ-ერთ წამყვან და მიმზიდველ ქალაქად აქცევს.„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ყოველ სემესტრში, მაგისტრანტებისთვის თბილისის მერიის მიერ დაწესებული სტიპენდიის ოდენობა 562 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა.იმედია, სტიპენდიის გაზრდილი ოდენობა სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს, მათ შრომასა და მიღწევებს სათანადოდ დააფასებს და პროგრამით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები