გუბაზ სანიკიძე: ამ ქვეყანაში მოსახლეობის რაღაცა ნაწილი ბედნიერია გამოქვაბულში რომ ცხოვრობს და იქიდან ქვას ისვრის პერიოდულად
ამ ქვეყანაში მოსახლეობის რაღაცა ნაწილი ბედნიერია გამოქვაბულში რომ ცხოვრობს და იქიდან ქვას ისვრის პერიოდულად – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი ქოცები თურქეთში ამ არჩევნებში მხარს უჭერენ ერდოგანს, ანუ ვინც ანტიევროპელია ყველას მომხრე არიან ესენი უკვე. ძვირფასო ქოცებო, როგორ უჭერთ ერდოგანს მხარს, რომელმაც აია სოფიაში მეჩეთი აღადგინა, ხომ ხართ მაგარი მართლმადიდებლები კაცო?! მესიის მახვილები ხომ ხართ, რაშია საქმე, რატომ უჭერთ მათ მხარს? იმიტომ უჭერთ, რომ გეშინიათ და გეზიზღებათ ევროპა იმიტომ, რომ ევროპა არის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, განათლება, კულტურა, ჰიგიენა სოციალურიც და პირადიც და არ გინდათ იმიტომ, რომ, მე ჩემი კონცეფცია მაქვს, ამ ქვეყანაში არის რაღაცა ნაწილი მოსახლეობის, რომელიც ბედნიერი გამოქვაბულში რომ ცხოვრობს და ქვას ისვრის იქიდან პერიოდულად. გამოქვაბულის მკვიდრები არიან, რა კონსერვატორები, რისი კონსერვატორები, კონსერვატორი იყო ჩერჩილი. სხვათა შორის კონსერვატიზმი თუ გინდათ, ევროპის ნახევარ ქვეყნებში, თუ მეტში არა კონსერვატორები მართავენ, იმათთან რატომ არ გინდათ ურთიერთობა? კეთროვანი ურბანი რომ მოძებნეთ მარტო, რომელსაც მალე დააპანღურებენ ალბათ. უნგრეთთან რა საერთო აქვს საქართველოს, რა გვაკავშირებს? იმიტომ რომ ისიც რუსეთის და პუტინის რელიქტია და თქვენც იმათი რელიქტი ხართ და ქმნით ანტიევროპულ, ანტიდასავლურ გაერთიანებას. 24 წლის არჩევნებში აპირებენ ტრამპისტებად გადაიქცნენ, ანუ რუსეთი რომ გაიმარჯვებს ამის იმედი არ აქვთ, საფრთხის შეგრძნება საკმაოდ რეალისტური აქვს ბიძინას და ამათაც. წინასწარ გიანონსებთ, რუსეთის მარცხის შემდეგ „ქართული ოცნება“ გახდება ტრამპის მომხრე“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვასილ მაღლაფერიძე – ტელევიზიები თავიანთ მაყურებელს ელაპარაკებიან იმაზე, რაც მათ უნდათ, პირველი არხის ჟურნალისტები კი ცდილობენ, მოყვნენ ის, რაც არის, როგორც ერთი მაყურებელი, მადლობას ვუხდი მათ
ტელევიზიები თავიანთ მაყურებელს ელაპარაკებიან იმაზე, რაც მათ უნდათ, პირველი არხის ჟურნალისტები კი ცდილობენ, მოყვნენ ის, რაც არის და მე, როგორც...
ლაზარე გრიგორიადისი: არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მხოლოდ ზიზღს თესავენ
არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მხოლოდ ზიზღს თესავენ,- ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „საზოგადოებაში, ჩემს...
პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს: „დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“...
ალეკო ელისაშვილი: პოლიციელები, რომლებიც ძალადობდნენ, ურტყამდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუცილებლად დაისჯებიან, ოღონდ კანონის შესაბამისად, ეს არ არის მუქარა
პოლიციელები, რომლებიც ძალადობდნენ, ურტყამდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუცილებლად დაისჯებიან, ოღონდ კანონის შესაბამისად, ეს არ არის მუქარა – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“...
კახა კალაძე – დღეს 13 ივნისია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე, დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავიბრუნებთ ჩვენს თანაქალაქელებსა და თანამემამულეებს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცხრა წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენა. დედაქალაქის მერის თქმით, 2015 წლის 13 ივნისი ქვეყნისა და...
გიორგი კალანდია: შეიძლება საუკუნეები ისე გავიდეს, ამ მნიშვნელობის ფაქტი აღარ მოხდეს – ქართველებისთვის სინას მთის დაკარგვიდან 500 წლის შემდეგ სინური, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოში ჩამოდის
შეიძლება საუკუნეები ისე გავიდეს, რომ ამ მნიშვნელობის ფაქტი აღარ მოხდეს. ქართველებისთვის სინას მთის დაკარგვიდან 500 წლის შემდეგ სინური, იოანე ზოსიმეს...