ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

მიხეილ სარჯველაძე: ჩემთვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ძვირფასია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მოსაზრებას უაპელაციოდ დავეთანხმოთ

ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უპირობოდ, ყველა მოსაზრებას უაპელაციოდ დავეთანხმოთ. თუ პარტნიორები ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები უნდა მივიღოთ და ამაზე მსჯელობა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დავუშვათ შეიქმნა საგამოძიებო კომისია და რა უნდა მოხდეს?! პოლიტიკოსებმა უნდა დაიბარონ პარლამენტში მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში წერია: ანგარიშს ნუ მოსთხოვთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მოსამართლეებს. სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან ჩვენ უნდა ვიყოთ სრული პატივისცემის რეჟიმში და სოლიდარობა გამოვუცხადოთ სასამართლოს.

როდესაც პოლიტიკურ საჯილდაო ქვად გადაიქცევა სასამართლო ხელისუფლებაში რომელიმე მოსამართლის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მაშინ უნდა შევახსენო ყველას, რომ რატომ იქმნება იუსტიციის საბჭო კონსტიტუციის მიხედვით“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სტამბოლში მოლაპარაკებაზე ვლადიმერ პუტინის ჩასვლის შანსი არ არის

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი თურქეთში მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინის ჩასვლას გამორიცხავს.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.კითხვაზე, არის თუ არა შანსი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში ჩავიდეს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა – „არა“.შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ თუ დღეს სტამბოლში მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება, შესაძლოა, 16 მაისს თურქეთში მოლაპარაკებებზე ჩავიდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.ვოლოდიმირ ზელენსკიმ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.„ჩვენ მაღალი დონის დელეგაცია გვყავს, რუსებს კი როგორც ჩანს ბუტაფორიული. ვნახოთ, აქვთ თუ არა მათ გადაწყვეტილების მიღების მანდატი, რადგან ყველამ ვიცით რუსეთში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. ფორმატს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განვიხილავთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„გამივრცელეთ ეს პოსტი…“ – აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:„გამივრცელეთ ეს პოსტი თუ შეიძლება, იქნებ საჭირო ადამიანებამდე მიაღწიოს.ჩავიბარეთ და შევაგროვეთ დაახლოებით 20 ტონა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გადავარჩიეთ, დავახარისხეთ და გვინდა ჩამოვიტანოთ რამდენიმე სოფელში.ყველაფერი არის გამოსადეგი და ბევრს ძალიან სჭირდება.თუ დაგვიკავშირდებით რომელიმე სოფლის გამგებელი, ან სოციალურის თანამშრომელი, ჩვენ თვითონ ჩამოგიტანთ შეფუთულს და დახარისხებულს. თქვენ უბრალოდ საჭიროების მიხედვით უნდა გასცეთ თქვენი სიების მიხედვით. გაცემაშიც მოგეხმარებით, თუ დაგჭირდათ.ან გვითხარით თქვენი აზრით ყველაზე საჭირო სად არის და რამეს მოვიფიქრებთ. დამირეკეთ, ან მომწერეთ ნომერზე - 558181218“,-წერს სინჯიკაშვილი. 

გოდერძი თირქია – დედაჩემზე და ჩემზე იყო მიწები გაფორმებული, გამომძიებელმა ბერიშვილმა მითხრა, რასაც გეტყვი, ის უნდა დაწეროო, მოგვაწერინეს ხელი, წაგვიყვანეს რეესტრში და ყველა გადაგვაფორმებინეს

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მოქალაქე გოდერძი თირქიას მოუსმინეს.გოდერძი თირქიას თქმით, მას და დედამისს გამომძიებელმა ბერიშვილმა აიძულა ქონების სახელმწიფოსთვის დათმობა და გადაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაპატიმრებით დაემუქრა.„შევედი, დამხვდა გამომძიებელი ბერიშვილი. გამარჯობა, ვიციო დიაბეტი გაქვსო, მეცო და ჯერ ასეთი თბილი ლაპარაკი იყო ვითომ. ახლა არ დამიწყო, რომ მამაშენმა კეთილსინდისიერად იყიდა მიწებიო. მე ვუთხარი, თქვენ ძალიან კარგად იცით, მამაჩემმა საიდან მოიტანა ამის თანხა და ვინც იყიდა, როგორ იყიდა-მეთქი. იმ კაცს არ უჭირდა 300-500-ლარიანი მიწების შესყიდვა და რა უნდა ყოფილიყო სათაღლითო ამიხსენით-მეთქი. ბიჭო, ბევრი არ ილაპარაკო, არ იცი, სად ხაროო? სად არის დედამისიო. დედაჩემზეც იყო და ჩემზეც ნახევარი მიწები გაფორმებული. დედამისი სკოლაში არის, მასწავლებელი არისო და გამოძახებული მყავს, მოვაო. ეს აქეთ ჩასვით, ის რომ მოვა, იქით ჩასვითო. რატომ უნდა ჩამსვათთქო. ბიჭო, ბევრი არ ილაპარაკო, რასაც გეტყვი, ის უნდა დაწეროო. უკვე რომ მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ვისთან მაქვს საქმე, ვიცოდი, არ მინდა არაფერი, რა უნდა გავაკეთო-მეთქი. რასაც გეტყვით, ისეო და მაჩვენეს „ჩემი ნება სურვილით ვუთმობ სახელმწიფოს“. ამაზე მოგვაწერინეს ხელი, შემდეგ მეორე დღეს წაგვიყვანეს რეესტრში და ყველა გადაგვაფორმებინეს“, – განაცხადა გოდერძი თირქიამ.

კახა კალაძე: ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთელებსა და ქართველ გულშემატკივარს წარმატებებს უსურვებს.კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან, შოთა არველაძესთან, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ ხავიერ სავიოლასთან და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იარი ლიტმანენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.„სასიამოვნოა, რომ ამ დონის გუნდები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. „ბარსელონა“ არის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს - ჰყავდა ძლიერი, წარმატებული ფეხბურთელები. საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც გულშემატკივრობს ამ გუნდს, მსგავსი თამაშები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები საკუთარ ქვეყანაში იხილონ. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, საინტერესო და სანახაობრივი იქნება. როგორც ვიცი, დღეს ღამე რონალდინიოც შემოუერთდება გუნდს. ეს ჩემთვისაც სასიხარულოა, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ასევე, მასთან ერთად ვთამაშობდი „მილანში“. მიხარია, რომ ვხვდები ადამიანებს, ვისთან ერთადაც - ბევრთან წინააღმდეგ, ბევრთან ერთ გუნდში მითამაშია. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. წარმატებები ყველას ხვალინდელ შეხვედრაში. ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის“, - განაცხადა კახა კალაძემ.„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძეც. საფეხბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

ბოლო სიახლეები