მიხეილ სარჯველაძე: ჩემთვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ძვირფასია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მოსაზრებას უაპელაციოდ დავეთანხმოთ

Read Time:35 Second

ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უპირობოდ, ყველა მოსაზრებას უაპელაციოდ დავეთანხმოთ. თუ პარტნიორები ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები უნდა მივიღოთ და ამაზე მსჯელობა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დავუშვათ შეიქმნა საგამოძიებო კომისია და რა უნდა მოხდეს?! პოლიტიკოსებმა უნდა დაიბარონ პარლამენტში მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში წერია: ანგარიშს ნუ მოსთხოვთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მოსამართლეებს. სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან ჩვენ უნდა ვიყოთ სრული პატივისცემის რეჟიმში და სოლიდარობა გამოვუცხადოთ სასამართლოს.

როდესაც პოლიტიკურ საჯილდაო ქვად გადაიქცევა სასამართლო ხელისუფლებაში რომელიმე მოსამართლის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მაშინ უნდა შევახსენო ყველას, რომ რატომ იქმნება იუსტიციის საბჭო კონსტიტუციის მიხედვით“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: “ქოლცენტრების საქმემ”კეზერაშვილი და ნაცების კრიმინალური სინდიკატი საგონებელში ჩააგდო – ძმაკაციც გაწირეს და ბოლომდე გაშიშვლდნენ
Next post ნუცა ბუზალაძე: 16 წლის რომ ვიყავი, სწავლის მაგივრად მიწევდა ფიქრი, სად მემღერა, რომ ოჯახის გადასახადები დამეფარა