კვირა, ივლისი 12, 2026

კახა კალაძე: საქართველო სამართლიანად იმსახურებს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნის სანაცვლოდ

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ბათუმში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო. მან კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა პარტიული საქმიანობისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობისთვის.

“თქვენ ხართ ის ხალხი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ ბრძოლა 2011 წელს,  რთული გზა გავიარეთ, ბევრ წარმატებას და გამარჯვებას მივაღწიეთ ერთად. დღესაც თქვენ ხართ ჩვენი გუნდის მთავარი საყრდენი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პროცესში დიდია თქვენი წვლილი.

რასაკვირველია, გამოწვევები დღესაც არის, თუმცა ერთიანობით, შემართებით, სწორი სვლით და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებებით დავძლევთ ყველა პრობლემას.

პატრიოტიზმი, ტრადიციების შენარჩუნება, ჩვენი იდენტობის, კულტურის და ისტორიის დაცვა “ქართული ოცნების” მთავარი ღირებულებებია და სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ ევროინტეგრაციის გზაზეც.
მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც ევროპაში ცხოვრების და კარიერის შექმნის ისტორია გააჩნია. კარგად ვიცი რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები და სწორედ ამიტომ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გახდეს ამ დიდი ოჯახის წევრი.
თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ უნდა მოხდეს კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნის სანაცვლოდ, ქვეყანაში არეულობის და ქაოსის დათესვის სანაცვლოდ.

“ქართული ოცნება” მზადაა 12-პუნქტიანი გეგმის პირნათლად შესასრულებლად და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის სტრუქტურებმა, იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სტატუსს არა კრიმინალის გათავისუფლების საპირწონედ, არამედ რეალური საქმით და რეფორმებით, რაც გატარდა”,- განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით პარტიულ კონფერენციებს მართავს.
პირველი კონფერენცია დღეს ბათუმში ჩატარდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სეტყვა, წვიმა, ელჭექი…“ – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

11 ივლისს - შაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით  ღრუბლიანობის  მომატება. ზოგან ხანმოკლე  წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში დღისით  ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით  +20, +25°,დღისით  25,  +30°;  მთაში ღამით  +16, +21°,დღისით  +23, +28°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.  შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან  ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით  +28, +33°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით  +25, +30°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°.12 ივლისი -კვირადასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით  ღრუბლიანობის  მომატება. ზოგან ხანმოკლე  წვიმა და ელჭექი.დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა:  დაბლობში ღამით  +17, +22°,დღისით  27,  +32°;  მთაშიღამით  +14, +19°,დღისით  +26, +31°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +24, +29°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის  ქარი10-15 მ/წმ ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით  +27, +32°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით  +25, +30°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით  +17, +22°, ზოგან +26°.13 ივლისს - ორშაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით  ღრუბლიანობის  მომატება. ზოგან ხანმოკლე  წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°,დღისით  27,  +32°;  მთაში ღამით  +14, +19°,დღისით  +26, +31°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით  +29, +34°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით  +27, +32°;მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +16, +21°, ზოგან +28°,

ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ

12 ივლისს განსაკუთრებული ადგილი უკავია მართლმადიდებლურ კალენდარში - ამ დღეს ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა მოციქულებს, პეტრესა და პავლეს. ქრისტეს ეს ორი დიდი მოწაფე რწმენის, გამბედაობისა და ღვთაებრივი ჭეშმარიტებისადმი ერთგულების სიმბოლოდ იქცა, რამაც ქრისტიანული ეკლესიის მყარი საფუძველი ჩაუყარა. მათი სულიერი ღვაწლი მილიონობით მორწმუნეს შთააგონებს და მათთვის ლოცვითი მიმართვები სულს სიმშვიდითა და იმედით ავსებს. ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმინდანთა მიმართვა ჯანმრთელობის, ოჯახის კეთილდღეობის, პრობლემებისგან დაცვისა და რწმენის განმტკიცების გულწრფელი თხოვნებით.როგორ აღვნიშნოთ პეტრეპავლობა12 ივლისს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს, სახარების უდიდესი მქადაგებლებისა, რომელთა მსახურებაც ქრისტეს ეკლესიის დაარსების ქვაკუთხედად იქცა. ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობითაა სავსე და მორწმუნეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაუღრმავდნენ სულიერ რეფლექსიას, ლოცვასა და კეთილ საქმეებს.1. ტაძრის მონახულება დაიწყეთ დილა ღვთისმსახურებაში მონაწილეობით. განსაკუთრებით საზეიმოა მოციქულთა პეტრესა და პავლეს პატივსაცემად აღვლენილი ლიტურგია. წმინდა ზიარების მიღება, წმინდანთა ხატების წინაშე ლოცვა და საყოველთაო საეკლესიო ლოცვაში მონაწილეობა დაგეხმარებათ ღმერთთან ერთიანობის ძალის შეგრძნებაში და თქვენი რწმენის განმტკიცებაში.2. სახლში ლოცვა ტაძრიდან დაბრუნების შემდეგ, გამონახეთ დრო განმარტოებული ლოცვისთვის. წაიკითხეთ აკათისტი ანუ სპეციალური ლოცვები, რომლებიც მიმართულია მოციქულთა პეტრესა და პავლესადმი და ითხოვენ მათ შუამდგომლობას ოჯახის, მშვიდობის, ჯანმრთელობისა და სულიერი დაცვის საკითხებში.3. ოჯახური სუფრა ოჯახთან ერთად სადღესასწაულო ვახშამი დღეს განსაკუთრებულ სითბოს მატებს. ტრადიციულად, სუფრაზე შეიძლება თევზის ან ზღვის პროდუქტების კერძები იყოს, რაც მოციქულ პეტრეს მეთევზეობის პროფესიის შეხსენებას აღნიშნავს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვები, არამედ სიყვარულის, მადლიერებისა და კომუნიკაციის ატმოსფეროც.4. გააზიარეთ სიკეთე მოციქულების ხსოვნა ასევე შეხსენებაა მოყვასისადმი მსახურების შესახებ. დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება: გაიღეთ შემოწირულება ტაძრისთვის, მხარი დაუჭირეთ გაჭირვებულებს, მოინახულეთ მარტოხელა ან ავადმყოფი. ამ დღეს გაკეთებული ნებისმიერი კეთილი საქმე ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინება იქნება.5. წმინდანთა ცხოვრების შესწავლაპეტრე და პავლე ის პიროვნებები არიან, რომელთა სულიერი გზები გვაძლევს შთაგონებას, ხელახლა დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე. დღის ნაწილი დაუთმეთ წმინდა წერილის, წმინდანთა ცხოვრების ან სულიერი ლიტერატურის კითხვას, რათა უფრო ღრმად გაიგოთ მათი როლი ქრისტიანობის განვითარებაში.

მერაბ დვალიშვილმა RAF-ში ჰენრი სეხუდო დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა თბილისში, Real American Freestyle-ში (RAF) ჰენრი სეხუდო 11:8 დაამარცხა.დვალიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ 0:8 მარცხდებოდა, თუმცა საოცრად იასპარეზა და გამარჯვება მოიპოვა.მერაბ დვალიშვილი და ჰერნი სეხუდო აქამდე ერთხელ ერთმანეთს UFC-ში შეხვდნენ და ის ბრძოლაც დვალიშვილმა მოიგო.აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ RAF-ის ღონისძიებაზე გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც მოიგეს.

პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირი ეფუძნება შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განაჩენის შესახებ.კითხვის საპასუხოდ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ეს კითხვა მართლმსაჯულების სისიტემას მიერმართება და თავად კომენტარს ამაზე არ უნდა აკეთებდეს.„რაც შეეხება განაჩენს, რომელზეც კითხვა დამისვით. ეს კითხვა მართლმსაჯულების სისტემისთვისაა და კომენტარს მე არ უნდა ვაკეთებდე. რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები კი შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლებაა. ესაა ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარეობს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.97 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში ფრანგი აშაბ დადაევი 10-0 დაამარცხა და ტიტულის დაცვა მოახერხა.ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა 2025 წლის კონტინენტის პირველობის ფინალშიც ფრანგი სპორტსმენი, აშაბ დადაევი დაამარცხა.

ბოლო სიახლეები