კახა კალაძე: საქართველო სამართლიანად იმსახურებს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნის სანაცვლოდ

Read Time:1 Minute, 2 Second

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ბათუმში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო. მან კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა პარტიული საქმიანობისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობისთვის.

“თქვენ ხართ ის ხალხი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ ბრძოლა 2011 წელს,  რთული გზა გავიარეთ, ბევრ წარმატებას და გამარჯვებას მივაღწიეთ ერთად. დღესაც თქვენ ხართ ჩვენი გუნდის მთავარი საყრდენი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პროცესში დიდია თქვენი წვლილი.

რასაკვირველია, გამოწვევები დღესაც არის, თუმცა ერთიანობით, შემართებით, სწორი სვლით და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებებით დავძლევთ ყველა პრობლემას.

პატრიოტიზმი, ტრადიციების შენარჩუნება, ჩვენი იდენტობის, კულტურის და ისტორიის დაცვა “ქართული ოცნების” მთავარი ღირებულებებია და სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ ევროინტეგრაციის გზაზეც.
მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც ევროპაში ცხოვრების და კარიერის შექმნის ისტორია გააჩნია. კარგად ვიცი რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები და სწორედ ამიტომ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გახდეს ამ დიდი ოჯახის წევრი.
თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ უნდა მოხდეს კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნის სანაცვლოდ, ქვეყანაში არეულობის და ქაოსის დათესვის სანაცვლოდ.

“ქართული ოცნება” მზადაა 12-პუნქტიანი გეგმის პირნათლად შესასრულებლად და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის სტრუქტურებმა, იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სტატუსს არა კრიმინალის გათავისუფლების საპირწონედ, არამედ რეალური საქმით და რეფორმებით, რაც გატარდა”,- განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით პარტიულ კონფერენციებს მართავს.
პირველი კონფერენცია დღეს ბათუმში ჩატარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – მიგრაციის შესამცირებლად საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური წინსვლა რომ იყოს, საჭიროა მშვიდობა, მშვიდობისთვის კი საჭიროა, რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს
Next post მიხეილ სააკაშვილის დედა: 58 კილოა, ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს 1500 კალორიას, რომელსაც ისინი ითხოვენ