ბატონო მამუკა, ვისი ვიღაცეების? უნდა თქვათ, თუ არ იტყვით თქვენც ხართ თანაზიარი მაგ “ვიღაცეების” სულისკვეთების! – “ქართული ოცნების” დეპუტატი გრეტა წიწავა “ლელოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მიმართავს:

არაფერი არს დაფარული-მავნებელი რადიკალური ოპოზიცია შინ და გარეთ ცდილობს ქვეყნის იმიჯის დაზიანებას, ანტიქართული “ტროიკა” ბრიუსელში, ვისთანაც ხელი მიუწვდება, გულამოსკვნით ეუბნება – საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, არ მიანიჭოთ!.. რადიკალური ოპოზიციის მავნებლური პოლიტიკა, რომელიც ერთი დიდი ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული “ღალატის და ომის პარტიის სახით”, არასოდეს გაიმარჯვებს ქართველი ხალხის შემართებაზე წავიდეს წინ და ღირსეულად შევიდეს დიდ ევროპულ ოჯახში ჩვენი ტრადიციით და ფასეულობებით!მამუკა ხაზარაძე – ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი. (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა) ბატონო მამუკა, ვისი ვიღაცეების? უნდა თქვათ, თუ არ იტყვით თქვენც ხართ თანაზიარი მაგ “ვიღაცეების” სულისკვეთების!