პეტრე ცისკარიშვილი: ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ და კონკრეტულად ვისაუბრეთ, რომ სააკაშვილი და გვარამია პოლიტიკური პატიმრები არიან
მთავარი საკითხი იყო მიშა სააკაშვილის საკითხი, ასევე ნიკა გვარამიაზე ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ ძალიან მკაფიოდ და კონკრეტულად, რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მიშას შემთხვევაში მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, შეიძლება გარდაიცვალოს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ სიტუაციაშია, შეიძლება უბრალოდ მოკვდეს, ეს ავუხსენით ქალბატონ ბერბოკს. მას ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხზე. ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირის ეგიდით პოლონელი ექიმების ჩამოსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცისკარიშვილის განცხადებით, ანალენა ბერბოკმა გაიგო ქართველ ხალხს რა უნდა, საით მიისწრაფვის, მაგრამ ასევე ამბობს, რომ „მარტო ხალხს ვერ მივიღებთ, მთავრობა უნდა ახორციელებდეს რეფორმებს“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა ბერბოკმა მოგვისმინა ჩვენც, ოპოზიციასაც, მანამდე შეხვდა სამოქალაქო სექტორს, სტუდენტებს და ფაქტობრივად გაიგო ჩვენი ხმა, ქართველ ხალხს რა უნდა, საით მიისწრაფვის, მაგრამ ასევე ამბობს, რომ მარტო ხალხს ვერ მივიღებთ, მთავრობა უნდა ახორციელებდეს იმ რეფორმებს, რაც აუცილებელია, ქვეყანა უნდა იყოს მთლიანად უფრო დემოკრატიული. პოლიტიკური კლიმატი უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე დღეს არის: მეტი დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება არ უნდა ედოს ჯიბეში ბიძინა ივანიშვილს, არჩევნებს არ უნდა აყალბებდნენ, ეს გარემო უნდა იქმნებოდეს, ამაზე ვისაუბრეთ, მანაც თქვა, ჩვენც ვთქვით“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის...
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი...