მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქცია ბრძოლის იარაღად და არა მიზნად – ჩვენთვის ეს მიზანია
ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქცია ბრძოლის იარაღად და არა მიზნად – ჩვენთვის ეს მიზანია, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არის პოლიტიკური ძალები, რომლებისთვისაც კანდიდატის სტატუსი არის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მათ ძალაუფლება მოიპოვონ.
„თავიდანვე ცხადი იყო, პარლამენტში, ვის ჰქონდა სურვილი ემუშავა და სერიოზულად შეეხედა ევროკავშირის რეკომენდაციებზე. ჩვენ ვნახეთ იმ ადამიანების ქცევა, რომლებიც დღეს ყველაზე ხმამაღლა ყვირიან და დადიან ქვეყნის გარეთ და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც მათ არც სურვილი გამოუხატიათ და არც დაუპირებიათ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ყოფილიყვნენ.
ეს არის ყალბი საქციელი მათი მხრიდან, ყალბი სურვილი, რომ თითქოს მათ სურთ ევროკავშირში რაიმე წარმატების მიღწევა. სინამდვილეში, ერთადერთი სურვილი რაც მათ აქვთ და აწუხებთ, ეს არის რომ შემთხვევით არ მოხდეს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს და ამ ხელისუფლების პირობებში მოხდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობას. პარტიამ ბოიკოტი გამოაცხადა იმ საკითხების მიმართ, რომელთა განხილვაც მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი. ამ პროცესში „ნაციონლური მოძრაობის“ გვერდით დგას „სტრატეგია აღმაშენებელიც“.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...