შალვა ნათელაშვილი: დღეს ჰააგის სასამართლოს მივმართეთ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გასცეს დაპატიმრების ორდერი
დღეს ჰააგის სასამართლოს მივმართეთ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გასცეს დაპატიმრების ორდერი, რისთვისაც საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს, რასაც მთელი მსოფლიო უყურებს – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„უკვე არავის ეპარება ეჭვი, არც ევროპაში და არც ამერიკაში, რომ რუსეთისთვის ერთ-ერთი მომარაგების წყარო და სანქციების გასაიოლებელი სივრცე, ივანიშვილის რეჟიმის წყალობით არის საქართველო, ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ დღეს ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ტრიბუნალს, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე, რისთვისაც საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს, რასაც მთელი მსოფლიო უყურებს. როგორც კი გამოთქვამს სურვილს სასამართლო პროკურორი ჩვენთან თანამშრომლობის, მასალებს გავუგზავნით და გარდა ამისა, მზად ვართ მოწმედ გამოვიდეთ, ჩვენებები მივცეთ, ბრალმდებლებად გამოვიდეთ, ისე როგორც მთელი საქართველოა მზად, როცა უყურებს ამ მარაზმს, რომელიც დაეპატრონა ჩვენს სილამაზეს, ოცნებას, სამყაროს, ქვეყანას და არ უშვებ არაფრით სისხლიანი ხელებიდან, რათა ბოლომდე შეასრულოს პუტინის დავალება“- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...