არჩილ თალაკვაძე – საქართველო დღეს უფრო ევროპულია, ვიდრე იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც დაასამარა ყველაფერი ევროპული, სამწუხაროდ, საზღვარგარეთ ზოგიერთი მეგობარი მათ თავგამოდებით იცავს
„ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოებასთან ერთად, რეალური პროგრესი აჩვენა ევროინტეგრაციის კუთხით, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და ქვეყნის კონსტიტუციაში ევროპული კურსის ჩაწერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ქვეყანაში ადამიანის უფლებების პატივისცემა, საკუთრების უფლების დაცვა და თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.
„ჩვენ დავაბრუნეთ ის ღირებულებები და ის გარემო, როცა მოქალაქეების პროტესტს ითვალისწინებს და უსმენს ხელისუფლება. ეს გვგონია საქართველოში ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. ვფიქრობთ, დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ევროპული, ვიდრე ათი წლის წინ – იმ ხელისუფლების პირობებში, ვინც საქართველოში დაასამარა ყველაფერი ევროპული და რომელსაც სამწუხაროდ, საზღვარგარეთ ზოგიერთი მეგობარი თავგამოდებით იცავს. ის, რაც საზოგადოებამ კარგად იცის, ვერავინ გადაწერს და ვერავინ დაარქმევს ადამიანის უფლებების დამრღვევს – დამცველს, მედიაზე ტერორის განმახორციელებელს, თავისუფალ მედიას. ისტორიას ვერ გადაწერენ. რაც შეეხება ევროპარლამენტარების წუხილებს, თითოეულს ძალიან ყურადღებით მოვეკიდებით და მზად ვართ, არგუმენტები გავცვალოთ, თუ რეალურად ამის სურვილი აქვთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი იონათამიშვილი: ო’ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა
ო'ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა, - ამის შესახებ შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის...
თორნიკე მოლაშვილი: როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში
ფაქტობრივად, როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში,...
გივი მიქანაძე: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესებს
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და ადამიანის...
არჩილ გორდულაძე: დიახ, ეკლესია არის ქართველი ხალხის სადარაჯოზე, ისევე როგორც ეროვნული ხელისუფლება იქნება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე
არჩილ გორდულაძე გერმანელი პოლიტიკოსის მიხაელ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დასვა კითხვა - როგორ უნდა შექმნას ქვეყანამ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე,...
მამუკა ხაზარაძე: დღეიდან მოთხოვნა უნდა იყოს – არა რუსულ ხელისუფლებას
მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - არა რუსულ ხელისუფლებას. უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა...
კახა კახიშვილი: სიდიდით კი არ იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნიდან იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი და არა იმით თუ რამდენი ადამიანი ცხოვრებს იმ ქვეყანაში და რამდენი აქვს ფული
არ მიმაჩნია, რომ ორი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდეს ასეთ ტონალობაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის...