ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს
დეოლიგარქიზაცია და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტები – ვენეციის კომისიის პოზიცია ცნობილია.
„პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში „ოლიგარქების“ გავლენის შეზღუდვა პრიორიტეტია იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც სურს მიაღწიოს კანონის უზენაესობის დემოკრატიულ სისტემას და ვენეციის კომისია მხარს უჭერს ამ უარყოფითი გავლენის აღმოფხვრის ან სულ მცირე შემცირების მიზანს“, – ეს არის ციტატა იმ დასკვნიდან, რომელიც საჯაროა.
რეკომენდაციების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაზუსტდეს ისეთი ჩანაწერები, როგორიცაა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა და მედიაზე გავლენა, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ეს კრიტერიუმები არ გავრცელდეს ხალხთა დიდ რაოდენობაზე. ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ მათი რეკომენდაციები პროცედურული დაცვისა და გასაჩივრების მექანიზმებს უნდა შეეხოს.
„კომისია მიიჩნევს, რომ ზოგადად კანონმდებლობის ფარგლებში პერსონალურ მიდგომას საკმაოდ სადამსჯელო ხასიათი აქვს და შეიცავს ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს. ვენეციის კომისია ემხრობა უფრო სისტემურ მიდგომას, რომელიც მოიცავს კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ კომისია „პერსონალურ მიდგომას“ ზოგადად პრობლემურად მიიჩნევს, ის კატეგორიულად არ გამორიცხავს ასეთი მიდგომის ყველა ელემენტს, განსაკუთრებით რამდენადაც ისინი ეხება უკანონო ან კრიმინალურ ქმედებებს. კომისიას სურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ეს მიდგომა მოითხოვს ძლიერი პროცედურული გარანტიების დანერგვას, როგორც ადამიანის უფლებების, ასევე კანონის უზენაესობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი ბრეგაძე: ნინო ლომჯარია, მე არ გადამიხდია ფული უნივერსიტეტში ჩასაბარებლად – შენ გადაიხადე და გვიმალავდი? …სწორედ ასეთი, მტკიცებულებებს მოკლებული და ადამიანების დამუნათებაზე ორიენტირებული აზროვნებაა ბოლშევიკური ნინო და, რაც არ უნდა ევროპული დროშა მოახვიო დასამალად, მაინც იჩენს თავს
როდესაც ყოფილი სახალხო დამცველი 1937 წლის “საუკეთესო ტრადიციებით” და “გულით შეკმაზულ”, სიძულვილთან მიახლოვებული ენით ადამიანების გაშავებას და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს,...
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ქვეყანაში არც რუსეთუმეობის პრობლემაა და არც ანტი დასავლურობის
„სტუდენტების დიდი ნაწილი შეცდომაში არის შეყვანილი, რადგან მათ წაუკითხავად გააპროტესტებინეს კანონი გამჭვირვალობის შესახებ და დაარწმუნეს, რომ თითქოს ქვეყნის კურსის ცვლილების...
პრემიერი: მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო
მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო იმ ძალადობასთან შედარებით, რომელიც...
ირაკლი კობახიძე: ხვალ, საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს
ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის...
მამუკა მდინარაძე: რა პარლამენტის შენობაში არიან უმრავლესობის დეპუტატები, ხომ უნდა მოგაფიქრდეს?! – უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ოპოზიცია
საიდან გაიგეს არ ვიცი, უბრალოდ, რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე და ყველა იქ იქნება. არანორმალურები არიან, საოცრებაა, წარმოუდგენელი...
ნიკა გვარამია: “ჩვენი გეგმაა, დეპუტატები ვერ შეიკრიბონ და ვერ მიიღონ ის კანონი, რომელსაც იღებენ – გამოვა არ გამოვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი”
პარტია "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა ადა აცხადებს, რომ მათი გეგმაა, საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცენ ხვალ შეკრების...