ზურაბ ქადაგიძე: ჯერ არესტოვიჩმა განგვიმარტა, რომ სააკაშვილი შეძლებდა რუსებთან ომსო, ახლა კი უკრაინელი ჟურნალისტი პირდაპირ, ღიად საუბრობს საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტ სავიკ შუსტერის განცხადებას ეხმიანება, როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ჯერ არესტოვიჩმა განგვიმარტა, რომ სააკაშვილი შეძლებდა რუსებთან ომსო. ახლა კი ეს უკრაინელი ჟურნალისტი პირდაპირ, ღიად საუბრობს საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.
მისი თქმით, ახლა მიდის დატესტვა, აზრის ფორმირების მცდელობა, განსაკუთრებით ქართული “მაიდანის” ჩავარდნის შემდეგ, იქნებ აიყოლიონ ქართული საზოგადოება.
„ჯერ არესტოვიჩმა განგვიმარტა,რომ სააკაშვილი შეძლებდა რუსებთან ომსო. ახლა კი ეს უკრაინელი ჟურნალისტი პირდაპირ, ღიად საუბრობს საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.
რა გეგმაც ჰქონდა ჩაფიქრებული გლობალური ომის პარტიას და მის უკრაინულ ფილიალს, კვლავ თავიდან „ამოიქოქა“.
არავის გეგონოთ არახამიას გუშინდელი გამოჩენა,ქართული პოლიტიკის კონტექსტში და დღეს ეს ჟურნალისტი ქართულ-რუსულ კონფლიქტზე, დამთხვევა და მათი უბრალო მოსაზრებაა…
არა, ახლა მიდის დატესტვა, აზრის ფორმირების მცდელობა, განსაკუთრებით ქართული “მაიდანის” ჩავარდნის შემდეგ,
იქნებ აიყოლიონ ქართული საზოგადოება.“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...