ზაალ ანჯაფარიძე: თსუ-ში ნინო ლომჯარიასთან შეხვედრაზე რამდენიმე სტუდენტმა „ზედმეტი ცნობისმოყვარეობა“ გამოიჩინა, რასაც მათი ბულინგი და სუსის აგენტების იარლიყის მიკერება მოჰყვა
რატომ არ მჯერა მე და რატომ არ სჯერა ბევრს მიტინგის მოთავე თუ მონაწილე ერთი ჯგუფის პროევროპულობის? იმიტომ რომ მეთოდები აქვთ არა ევროპული, არამედ კომუნისტური და ჩეკისტური. ახლახანს მაცნობეს თსუ-ში მომხდარი, როგორც მეუბნებიან, რეალური ამბავი. ნაცებთან დაახლოებულმა პროფესურამ თურმე აუდიტორიაში სპიკერად მიიწვია ნინო ლომჯარია, რომლისგანაც ჯერჯერობით წარუმატებლად ძერწავენ ლიდერს – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე რომლის თემაც იყო,კანონპროექტი უცხოელ გავლენის აგენტებზე, რამდენიმე სტუდენტმა მათთვის არასასურველი კითხვა დასვა, რის გამოც, სტუდენტებს მოსთხოვეს ვინაობის დასახელება და ტელეფონის ნომერი.
„რატომ არ მჯერა მე და რატომ არ სჯერა ბევრს მიტინგის მოთავე თუ მონაწილე ერთი ჯგუფის პროევროპულობის? იმიტომ რომ მეთოდები აქვთ არა ევროპული, არამედ კომუნისტური და ჩეკისტური. ახლახანს მაცნობეს თსუ-ში მომხდარი, როგორც მეუბნებიან, რეალური ამბავი. ნაცებთან დაახლოებულმა პროფესურამ თურმე აუდიტორიაში სპიკერად მიიწვია ნინო ლომჯარია, რომლისგანაც ჯერჯერობით წარუმატებლად ძერწავენ ლიდერს. მოკლედ, იმ შეხვედრაზე, რომლის თემაც იყო კანონპროექტი უცხოელ გავლენის აგენტებზე, რამდენიმე სტუდენტმა გამოავლინა „ზედმეტი ცნობისმოყვარეობა“ და დასვა „არასაჭირო“ კითხვები, კერძოდ რა იყო ცუდი არასამთავრობო ორგანიზაციების მეტ გამჭვირვალობაში და ა.შ. იქ იმათ თურმე დღე აყარეს! სანამ დარბაზს დაატოვებინებდნენ ჩეკისტურ სტილში დაუწყეს ბულინგი, მოსთხოვეს ვინაობის და ტელეფონის დასახელება, უწოდეს სუს-ს აგენტები, ნასედკები და ა.შ. როგორც ჩანს, ცნობილი ლოზუნგი „ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“ ყველამ თავის თარგზე მოჭრა.“ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...