მიხეილ ჟღენტი: ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს, რადგან მორალურად გაკოტრებულია
ამ ეტაპზე ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს, რადგან მორალურად გაკოტრებულია, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში ექსპერტმა, მიხეილ ჟღენტმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
სხვა საკითხებთან ერთად იგი „აგენტების ამერიკულ კანონპროექტსაც“ შეეხო.
„კანონპროექტში გამჭვირვალეობაზეა საუბარი. მე ახლა ამ კანონპროექტის განხილვაში არ შევალ, უბრალოდ ვამბობ, რომ ეს კანონპროექტი, სააკაშვილის ჩამოყვანა, რუსეთთან დაპირისპირება და ომში ჩაბმა, ჩემთვის ერთი საერთო ჯაჭვის სხვადასხვა რგოლია და ამაზე მიდის მცდელობა. სააკაშვილზე ვერ გამოიყვანეს ხალხი, რადგან ხალხმა იცის, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემებისა სააკაშვილის გამო ხალხი ქუჩაში არ გავა. უკრაინის მხარდამჭერი პირველი მიტინგი რომ ჩატარდა, ჩემი ახლობლები იმყოფებოდნენ იქ და ნახევარ საათში უკან დაბრუნდნენ, რადგან მიშაზე დაიწყეს საუბარი“, – განაცხადა ჟღენტმა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ამ ეტაპზე ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს, რადგან მორალურად გაკოტრებულია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი კალანდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ჩამოტანაზე: არ შეიძლება, ამ მოვლენას არ ვუწოდო დიდი კულტურული, ეროვნული მნიშვნელობის ფაქტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად ოქროს ასოებით ჩაიწერება
არ შეიძლება, ამ მოვლენას არ ვუწოდო დიდი კულტურული, დიდი ეროვნული, დიდი მნიშვნელობის ფაქტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად ოქროს ასოებით...
ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ – დიმიტრი ხუნდაძე
ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა...
საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი...
მაკა ბოჭორიშვილი: სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის გაღრმავებით არის დაკავებული, სურს, დაანაწილოს ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის ამ ეტაპამდე მოყვანაში
სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის გაღრმავებით არის დაკავებული, სურს, დაანაწილოს ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის ამ ეტაპამდე მოყვანაში, – ამის...
ილია დარჩიაშვილი: საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით
„საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით“,- ამის...
იენს სტოლტენბერგი – უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა. სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ...