“ხალხის ძალის” წარმომადგენელი თამარ ჩიბურდანიძე, აცხადებს რომ პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა წყალი შეასხა.
“”ლელოს” ერთ-ერთმა ტვინიკოსმა, თავი ქართლის დედა რომ ჰგონია, ანა ნაცვლიშვილმა, დარბაზში წყალი შემასხა მხოლოდ იმიტომ, რომ რეპორტაჟს ვწერდი ჩემი ტელეფონით. მეც ავდექი და ერთი ბოთლი წყალი მთლიანად დავასხი თავზე.ხომ არ დამირღვევია კანონი?” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
შეგახსენებთ: პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა.
სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.
პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა თავდაპირველად სხდომათა დარბაზის გარეთ დაიწყო, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობდნენ, რასაც მანდატურის სამსახურთან.
ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და ასევე გიორგი ვაშაძე.
მოგვიანებით კი, სიტყვიერი და ფიზიკურ დაპირისპირება დეპუტატებმა ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გააგრძელეს, რა დროსაც პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით დარბაზიდან გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები.
ჟიული შარტავს სახელობის სხდომათა დარბაზი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დარბეულია, ამასთან, გრძელდება შეძახილები „არა, რუსულ კანონს“. ხმაურისა და დაპირისპირების გამო ამ დრომდე არ დაწყებულა სხდომა, დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ მედიას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.
პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.