გია ვოლსკი – სააკაშვილმა თვითდაზიანება რომ შეწყვიტოს, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც, სამწუხაროდ, ოჯახის წევრებიც არიან ჩართული
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხები იხარჯება, რათა პიარკაპანიამ იმუშაოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნით გამოყენების კუთხით.
ვოლსკის თქმით, „სააკაშვილმა თვითდაზიანება რომ შეწყვიტოს, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც ოჯახის წევრებიც არიან ჩართული“.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა რომ წესრიგში იყოს, რასაკვირველია, იგი არ იქნებოდა საავადმყოფოში, მაგრამ როგორც თავისი ოჯახი, ისე თავისი გარემოცვა, პოლიტიკური მოკავშირეები იხდიან უშველებელ თანხას, რათა პიარკამპანიამ იმუშაოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნით გამოყენებისთვის. ანუ, სააკაშვილი კიარ განკურნონ, თუნდაც იმ ექიმების მოწვევით, რომელზეც სახელმწიფომ დასტური გასცა, ან იმ ექსპერტების მოწვევით, კიარ მიმართავენ საექსპერტო ანალიზების აღებას ან მკურნალობას, თუნდაც კვებას, არამედ მიმართავენ უშველებელ ხარჯებს პიარკამპანიისთვის.
რასაკვირველია, სააკაშვილმა რომ შეწყვიტოს თვითდაზიანება, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩართული არიან ოჯახის წევრებიც. ეს რეალობა გვაქვს დღეს. საექიმო კორპუსი არაფერს არღვევს, ერთადერთი ფაქტი, რომელზეც შეიძლება, დღეს ვისაუბროთ, არის ის, რომ თვითდაზიანება იქცა პოლიტიკურ მიზნად და სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად, შეიძლება ითქვას, მთავარ მიმართულებად“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...