სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

არჩილ თალაკვაძე – რეზოლუცია არ ეფუძნება სიმართლეს, აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება, პუნქტები, რაც რეზოლუციაშია, არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის შეურაცხყოფა

ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ეფუძნება სიმართლეს და აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, პუნქტები, რაც რეზოლუციაშია, არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის შეურაცხყოფა.

„რეზოლუცია იქნა მიღებული რომელიც პრინციპში მთლიანად ეხება პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ეს რეზოლუცია არ ასახავს რეალობას, არ ეფუძნება სიმართლეს და აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა მოცემულობა გვაქვს და სინამდვილეში ის პუნქტები, რაც რეზოლუციაში ვნახეთ, არის ასევე ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა.

მეორე, როდესაც ვთქვი, აბსოლუტურად გამრუდებულია-მეთქი. მინდა, მაგალითი მოვიყვანო, რომ ჰაერზე არ ვისაუბროთ. რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილის პატიმრობა ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ალბათ ეს რომ არ ეწეროს ევროკავშირის რეზოლუციაში, არავინ დაიჯერებდა ასეთ ცინიკურ განცხადებას. თუ რამე ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის პირველ რიგში ის მოთხოვნები, რომელიც გვესმის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რა მოთხოვნები გვესმის – დიახ, გაქვთ სასამართლო და სასამართლომ გადაწყვიტა ეს საკითხი, იგივე გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომაც იმ საქმეებზე, რაზეც არის სააკაშვილი გასამართლებული, მაგრამ არაუშავს, გადადეთ გვერდზე სასამართლო და პოლიტიკურად ჩაერიეთ მართლმსაჯულებაშიო. ვინც გააზრებულად დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას ევროპარლამენტში პირადი ინტერესების გამო, თუნდაც მათ ვიწროპარტიული ინტერესების გამო, მათ უღალატეს ევროპას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, „რეზოლუციას მხარი დაუჭირა 557-მა ევროპარლამენტარმა, მათ უღალატეს ევროპას?“ რაზეც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

„არა. ვინც პირადი ინტერესებით გააკეთა ამის კოორდინაცია, ინიცირება და ვინც იყო მოთავე ამ რეზოლუციის, უღალატეს და გეტყვით, რატომ. ევროპა დგას სამ ძირითად პრინციპზე, რისიც გვჯერა და სჯერა ევროპაში მცხოვრებ ადამიანებს. ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. შეხედეთ, რეზოლუციაში რა წერია. დემოკრატიული გზით არჩეულმა ხელისუფლებამ კანონსა და კონსტიტუციაზე დაფუძნებით სასამართლოთი მიიღო გადაწყვეტილება და ადამიანი დღეს არის პატიმრობაში. რეზოლუცია კი გვეუბნება – არ აქვს მაგას მნიშვნელობა, თქვენი დემოკრატია რას ამბობს და ხალხს უნდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, არამედ ჩვენ რასაც გეტყვით, კუბილიუსი, რასა, ფოტიგა რასაც იტყვიან, ის უნდა შეასრულოს საქართველომ. ეს ერთი. მეორე – კანონის უზენაესობა ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია ევროპისთვის და რას გვეუბნება რეზოლუცია? გვესმის, რომ სასამართლომ გადაწყვიტა ამ კაცის პატიმრობა, სხვათა შორის, საერთოდ არ ახსენებენ ევროსასამართლოს, რომელიც იქ შუაგულ ევროპაშია და გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომ, თქვა, რომ პირდაპირ სააკაშვილი იყო სათავეში იმ უმძიმესი კანონდარღვევბის, რაც მოხდა, თუნდაც სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და სამართლიანად მიიღო, რადგან ემთხვევა საქართველოს სასამართლოს და ევროსასამართლოს მოსაზრება, გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს არ გვაინტერესებს, ეს უნდა გადავდოთ გვერდით და თურმე სამართალი კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია, ვის ეხება ეს საკითხი და მაშინ შეიძლება, რომ სხვანაირად გადავწყვიტოთ ეს საკითხი და გაათავისუფლეთო. და მესამე, როდესაც ლაპარაკია ადამიანის უფლებებზე, ეს რეზოლუცია გვეუბნება, რომ ყველა პატიმარი არის თანასწორი, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორიო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები