პარასკევი, დეკემბერი 19, 2025

მამუკა მდინარაძე – ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს

ჩვენ ვიცით ერთი რაღაც, რომ ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, ჯობია, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქეთ მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესება, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს, – ამის შესახებ ფრაქცია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებმა უნდა მოუწოდონ, მიღოს საკვები.

„მოუწოდონ, რომ კალორიული საკვებიც შეჭამოს, მიუტანონ და მოუწოდონ. იმ დონეზე დავედით, ჩვენ ვეხვეწებით ლამის აქედან, საჭმელი ჭამოს, მეტად კალორიული. თუ კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით უნდა სახელმწიფო მოატყუოს, ეს არ გამოდის. თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ ეჭამა, ახლა მთელი პოლიტიკური ეხვეწება თავისიანების გარდა. მთელი პარადოქსი ამაშია. ერთი ადამიანი იმისთვის, რომ დაარწმუნოს მსოფლიო, რაღაც უბედურება ხდება, აწამებენ და კლავენ, საჭმელს არ ჭამს იმ კალორაჟით, რამდენიც სჭირდება, თურმე ამის გამო უნდა მოხდეს სახელმწიფოში ყველა სამართლებრივი პრინციპის ამოტრიალება. ასე არ ხდება. როგორც სტრასბურგი, ასევე საქართველოს სასამართლო ერთ დასკვნამდე მიდის, უბრალოდ, არ არის ეს ყველაფერი მართალი. უნდა მიღოს შესაბამისი საკვები სააკაშვილმა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტუსკი – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ახლა უკრაინის პოზიცია რუსეთის მიმართ ბევრად უკეთესია, უკრაინას უფრო ძლიერი კარტები აქვს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთთან მიმართებით ახლა უკეთესი პოზიციები აქვს.„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ახლა თქვენი პოზიცია რუსეთის მიმართ ბევრად უკეთესია. თქვენ უფრო ძლიერი კარტები გაქვთ“, – განაცხადა ტუსკმა.თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ევროპამ დიდი როლი ითამაშა უკრაინის მხარდაჭერაში.„ევროპამ ლიდერობა გამოავლინა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი პოზიციაა. მადლობა, რომ მხარი დაგვიჭირეთ. პოლონეთმა მხარი დაგვიჭირა და ჩვენ გავიგონეთ თქვენი ხმა სწორ და არასწორ გადაწყვეტილებებს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკსაც შეხვდა და პოლონეთის პარლამენტს ეწვია.

„ენბისი ნიუსი“ – დონალდ ტრამპი ვენესუელასთან ომს არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელასთან ომს არ გამორიცხავს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა შესაძლებლობას, რომ ბოლოდროინდელმა ქმედებებმა შესაძლოა, ომი გამოიწვიოს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.„მე ამას არ გამოვრიცხავ. ეს მოცემულობაზეა დამოკიდებული. ისინი იმდენად სულელები თუ არიან, რომ ნაოსნობა განაგრძონ, ჩვენს ერთ-ერთ ნავსადგურში დაბრუნდებიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, არის თუ არა მისი საბოლოო მიზანი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადაყენება.„მან ზუსტად იცის, რა მინდა. მან ეს ყველაზე უკეთ იცის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ცნობისთვის, 17 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რამაც ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ზეწოლა გაზარდა. ამასთან, აშშ-მა ცოტა ხნის წინ ვენესუელას სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა.

შემოსავლების სამსახური – 50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“ და „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“,  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირების მიერ შეჩერებულ იქნა 50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.„აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის #463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის ვიცე-პრემიერთან, სინიშ მალისთან ერთად ურბანული პროექტი Belgrade Waterfront დაათვალიერა

სერბეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა.პროექტი მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა.Belgrade Waterfront-ი სამი მილიარდი დოლარის ღირებულების მონუმენტური ურბანული აღორძინების პროექტია, რომელიც ქმნის ახალი ქალაქის ცენტრს და ახალ საერთაშორისო დანიშნულების ადგილს. პროექტი სერბეთის მთავრობასა და კომპანია „იგლ ჰილს პროპერთის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც ორიენტირებულია ახალი საქალაქო ჰაბების შექმნაზე.საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

1-ლი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. ახალი წლიდან ძალაში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა შედის, რომლის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.აღნიშნული კანონი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

ბოლო სიახლეები