მამუკა მდინარაძე – ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს

Read Time:49 Second

ჩვენ ვიცით ერთი რაღაც, რომ ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, ჯობია, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქეთ მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესება, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს, – ამის შესახებ ფრაქცია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებმა უნდა მოუწოდონ, მიღოს საკვები.

„მოუწოდონ, რომ კალორიული საკვებიც შეჭამოს, მიუტანონ და მოუწოდონ. იმ დონეზე დავედით, ჩვენ ვეხვეწებით ლამის აქედან, საჭმელი ჭამოს, მეტად კალორიული. თუ კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით უნდა სახელმწიფო მოატყუოს, ეს არ გამოდის. თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ ეჭამა, ახლა მთელი პოლიტიკური ეხვეწება თავისიანების გარდა. მთელი პარადოქსი ამაშია. ერთი ადამიანი იმისთვის, რომ დაარწმუნოს მსოფლიო, რაღაც უბედურება ხდება, აწამებენ და კლავენ, საჭმელს არ ჭამს იმ კალორაჟით, რამდენიც სჭირდება, თურმე ამის გამო უნდა მოხდეს სახელმწიფოში ყველა სამართლებრივი პრინციპის ამოტრიალება. ასე არ ხდება. როგორც სტრასბურგი, ასევე საქართველოს სასამართლო ერთ დასკვნამდე მიდის, უბრალოდ, არ არის ეს ყველაფერი მართალი. უნდა მიღოს შესაბამისი საკვები სააკაშვილმა“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: მივესალმებით პრემიერის ინიციატივას საწვავისა და სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით და თუ საჭირო გახდება, ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება
Next post მიხეილ სააკაშვილი – მე ვერაფერი გამტეხავს, ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა