გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ კომიტეტის წევრი გახდა, რომელიც მოსამართლეებს აირჩევს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ დაამტკიცა კომიტეტის ახალი შემადგენლობა, რომელსაც ევალება ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა 46 წევრი ქვეყნიდან. პოლიტიკურმა ჯგუფმა (რომელშიც „ქართული ოცნებაც“ შედის), რომლებიც არიან სოციალისტები, დემოკრატები და მწვანეები, წარადგინეს ჩემი კანდიდატურა. დამამტკიცეს როგორც ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი კონკრეტულ კომიტეტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ სტრასბურგში „ქრონიკას“ განუცხადა.
„დღეიდან მაქვს უფლებამოსილება, სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაში, შერჩევასა და კენჭისყრაში მივიღო მონაწილეობა. დღეს უკვე გვაქვს პირველი სხდომა, სადაც პოლონეთის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების განხილვა და კენჭისყრა შედგება. ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ჩვენი დელეგაციის საქმიანობის კიდევ ერთხელ აღიარებაზე.
აქტიურობამ, რომელსაც ჩვენი დელეგაცია ავლენს ასამბლეაზე, განაპირობა ის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა საქართველოს კანდიდატი წარადგინა მნიშვნელოვან კომიტეტში. წლის განმავლობაში იქნება რამდენიმე შეხვედრა, სადაც წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების განხილვა, გასაუბრება და გადაწყვეტილებების მიღება მოხდება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებულია, ძალიან მაღალი კომპეტენციისა და ავტორიტეტის მქონე ორგანოდ და მისი გადაწყვეტილებები სავალდებულოა აღსასრულებლად წევრი სახელმწიფოებისთვის.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ევროპულ სასამართლოსთან და ახლა ამ ფორმატში, როდესაც მე გავხდი კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი, გაათმაგებულია პასუხისმგებლობა, რადგან თითოეული მოსამართლის შერჩევაზე პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. აუცილებელია, შენარჩუნდეს ის კომპეტენცია და ავტორიტეტი, რომლითაც სასამართლო სარგებლობს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი იონათამიშვილი: ო’ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა
ო'ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა, - ამის შესახებ შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის...
თორნიკე მოლაშვილი: როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში
ფაქტობრივად, როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში,...
გივი მიქანაძე: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესებს
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და ადამიანის...
არჩილ გორდულაძე: დიახ, ეკლესია არის ქართველი ხალხის სადარაჯოზე, ისევე როგორც ეროვნული ხელისუფლება იქნება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე
არჩილ გორდულაძე გერმანელი პოლიტიკოსის მიხაელ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დასვა კითხვა - როგორ უნდა შექმნას ქვეყანამ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე,...
მამუკა ხაზარაძე: დღეიდან მოთხოვნა უნდა იყოს – არა რუსულ ხელისუფლებას
მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - არა რუსულ ხელისუფლებას. უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა...
კახა კახიშვილი: სიდიდით კი არ იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნიდან იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი და არა იმით თუ რამდენი ადამიანი ცხოვრებს იმ ქვეყანაში და რამდენი აქვს ფული
არ მიმაჩნია, რომ ორი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდეს ასეთ ტონალობაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის...