ხუთშაბათი, აგვისტო 6, 2026

სპორტის რომელი სახეობა ეხმარება ბავშვს სწავლაში

როცა ბავშვისთვის სწავლაში ხელის შეწყობა სურთ, მშობლები პირველ რიგში რეპეტიტორებს ქირაობენ. მაქსიმალურად ტვირთავენ ბავშვს სასწავლო პროგრამით. პატარები ლამის დაბადებიდან დადიან სხვადასხვა წრესა თუ სტუდიაში, კერძო მასწავლებლებთან ინგლისურისა და მათემატიკის გაძლიერებულ პროგრამას ეუფლებიან.
პრაქტიკულად, თანამედროვე ბავშვს (თუ ყურადღებიანი და შეძლებული მშობელი ჰყავს) თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება. ბავშვი რომ დაკავებულია, ამაში ცუდი რა არის, მაგრამ ყველა ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობები სხვადასხვანაირია. შედეგად, გადატვირთული ცხოვრების რეჟიმი უფროს კლასებში პრობლემებს იწვევს. კერძოდ, ჰიპოდინამიას და მასთან დაკავშირებულ არაერთ დარღვევად გარდაიქმნება.
უმოძრაობა იწვევს თავის ტკივილებს, მოთენთილობას,

ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითებას, ბავშვებს უჭირთ სასკოლო მასალის აღქმა, რაც დაბალ ნიშნებში გამოიხატება. ანუ ბავშვის წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად თამამად შეგიძლიათ დაბალი ფიზიკური აქტივობა დაადანაშაულოთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, აქტიური ფიზიკური მოძრაობა საჭიროა დღეში 2 საათით მაინც. სინამდვილეში ბავშვების უმრალესობა დღეში 2 საათით სუფთა ჰერზე ყოფნასაც ვერ ახერხებს.
საერთოდ უმოძრაობის პრობლემა უკვე მთელი ცივილიზებული სამყაროს სენია. დიდი საგანმანათლებლო დატვირთვა მხოლოდ ერთი ნაწილია პრობლემის. ამას გაჯეტებით გატაცება და ეკრანზე მიჯაჭვულობაც დაუმატეთ, რაც კიდევ მეტად ამწვავებს ჰიპოდინამიის პრობლემას.
ადამიანის ტვინის შესაძლებლობებზე ჩატარებული თანამედროვე კვლევები ამტკიცებენ, რომ არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევში ტვინის მოქმედებაც სუსტდება. როცა

ორგანიზმი სპორტითაა დაკავებული, ყველა ორგანო ჟანგბადით მდიდრდება, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ტვინში სისხლის მიწოდება.
სპორტის რომელ სახეობებს შეუძლიათ, რომ ბავშვს სწავლაში დაეხმარონ?
გონებრივი აქტივობისთვის ყველაზე სასარგებლოა ცურვა, ველოსპორტი, მსუბუქი მძლეოსნობა (მოიცავს სხვადასხვა დისტანციაზე რბენას და სპორტულ სიარულს, ხტომას, ტყორცნას, მძლეოსნურ მრავალჭიდს). ასევე სასარგებლოა გორგოლაჭებზე სრიალი, ველოსიპედი, თხილამურები. არასოდეს დაგენანოთ თანხა ამ გასართობებში. დარწმუნებული იყავით, რომ ეზოში გორგოლაჭებითა და ველოსიპედით სეირნობა რეპეტიტრზე ნაკლებ სარგებელს არ აძლევს თქვენს შვილს.

წყარო: mshoblebi.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში გადაჰყავთ

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული, ნია იმნაძე კლინიკაში გადაჰყავთ.როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, იმნაძე სავარაუდოდ შეუძლოდ, მაშინ გახდა, როდესაც მას აკავებდნენ.მანამდე ნია იმნაძის ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, იმნაძის სახლთან მობილიზებული პოლიცია. ადგილზე ხმაურიც იყო.

გიგა ავალიანის დედა – ჩემი შვილი მიატოვეს, მიაგდეს, რომ მომკვდარიყო! – ნია იმნაძის დედას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს – ჩემი აზრით, ანასტასია ბერუაშვილსაც...

მისი დედის ჩხავილიც მოისმინეთ, ალბათ, მას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს! , - ამის შესახებ მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.კუპატაძის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტის ანასტასია ბერუაშვილის დაკავებაც მოხდება.„წარმოუდგენლად ცუდად ვარ. ჩემი აზრით, ანასტასია ბერუაშვილიც იყო, „ლაივში“ ვუყურე, დაიჭირეს თუ არა, არ ვიცი, შეწყვიტა ადვოკატმა „ლაივი“. ბერუაშვილსაც დაიჭერენ, ჩემი აზრით. გიგას უშუალო მკვლელებს სხვას არავის ველოდი ნიას და ბერუაშვილის გარდა.ძალიან ვნერვიულობ. ძალიან ცუდად ვარ. განსაკუთრებით, ლეკიშვილი რომ ამბობს : „რომ არ მომკვდარიყო, კლინიკაში წაიყვანეთო“- გამომძიებელს ეუბნება. ჯერ ერთი, არც არავინ კვდებოდა! 7 მაისს სასამართლოდან რომ წაიყვანეს მაგაზე ჰქონდა საუბარი. მეორეც, ჩემი შვილი მიატოვეს! მიაგდეს, რომ მომკვდარიყო! ჩემი უდანაშაულო, სპეტაკი და გენიოსი შვილი. ჯანმრთელი და ჯანსაღი შვილი. მისი დედის ჩხავილიც მოისმინეთ ალბათ. რეანიმაციაში ზეწარ გადაფარებული შვილი არ უნახავს“, - განაცხადა კუპატაძემ.ცნობისთვის, სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე რამდენიმე პირი უკვე ცნო დამნაშავედ. კერძოდ, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

საქართველოს ელექტროსისტემა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქვეყანაში გათიშული ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს ელექტროსისტემა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:"24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია. ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება."

სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანი – „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას მოხდა სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას.  ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, – ამის შესახებ სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, დადგინდება ავარიის ზუსტი მიზეზები, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება.„მინდა, გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება. ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან. როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“, – აცხადებს გიორგი ფანგანი.ცნობისთვის, თბილისსა და რეგიონების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დაახლოებით 20:15 საათზე გაითიშა. შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგია ავარიულად ქვეყნის მასშტაბით 24 და 25 ივლისსაც გაითიშა. 

უკრაინის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის ანგარიშში. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ შეიძლება, დანაყოფს 120-მდე ბალისტიკური რაკეტა და ექვსი გამშვები მოწყობილობა ჰქონდეს.უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატის წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 90 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი სარაკეტო დანაყოფის განთავსებას რუსეთის დასავლეთში, ვორონეჟის რეგიონში, მისი 112-ე სარაკეტო ბრიგადის ფარგლებში.დასავლური მედიის შეფასებით, ფხენიანმა უკვე გაუგზავნა რუსეთს 40 ერთეული KN-23 და KN-24 ბალისტიკური რაკეტების ახალი პარტია, ხოლო გასულ კვირას რუსეთმა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთკორეული ორი რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით.

ბოლო სიახლეები