იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კურატორ მოადგილეებთან ერთად, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ახალი წლის დადგომა მიულოცა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, კურატორ მოადგილეებთან ერთად, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ახალი წლის დადგომა მიულოცა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ იუსტიციის სახლი 3-6 იანვრის უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. გარდა ამისა, 3 იანვრიდან 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებას იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების ფარგლებში, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სერვისები ყველა ლოკაციაზე გათანაბრდა. კერძოდ, ყოფილ საზოგადოებრივ ცენტრებში იუსტიციის სახლში არსებული ყველა სერვისი დაინერგა და განახლდა ინფრასტრუქტურა.
„იმ სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობას თუ სტუმრებს, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებდა, უკვე აქვთ შესაძლებლობა, თითქმის გაორმაგებული რაოდენობის სახელმწიფო სერვისები იუსტიციის სახლის ჩვეული მაღალი სტანდარტით მიიღონ.
2023 წლიდან იუსტიციის სახლის ფილიალების რიცხვი საქართველოს მასშტაბით 117 შეადგენს, ხოლო სერვისების რაოდენობა – 470-ზე მეტს.
3-6 იანვარს მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი.
გამონაკლისს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს – სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისები. კერძოდ, 3 -6 იანვარს გასაცემი დოკუმენტები მომხმარებლისთვის 9 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
იუსტიციის სამინისტრო გილოცავთ ახალ წელს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა,...
ნახეთ,რომელი დაწესებულებები არ იმუშავებს ხვალ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია...
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს
რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....