მიხეილ ყაველაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციებს სიტყვა „აგენტი“ ეხამუშათ, მაგრამ საქმე, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ, არ ეხამუშებათ
ენჯეო სექტორი, რომელსაც საზოგადოების ნდობა არ აქვს, თავს უფლებას აძლევს, დიდაქტიკურად ელაპარაკება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფალსა და პარლამენტის წევრებს – კანონით, სამართლით, ჩვენი ძალით, ეს სიმახინჯე უნდა დავამთავროთ, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი.
„როცა საჯარო სივრცეში მოვხვდი, დავინაე პარლამენტარები და ორგანიზაციები, რომლებსაც თავიანთი კლიშე ჰქონდათ – თითქოს, არასამთავრობო ორგანიზაციები ყველასგან აღიარებულნი იყვნენ, არადა, რას წარმოადგენდნენ? ხალხისგან არჩეული დეპუტატი რომ ხარ, მათზე მაღლა არ დგახარ? ყველაფრის კულმინაცია ის იყო, ზაფხულში პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე რომ ავიდნენ და გადატრიალება დაიწყეს. გვესმოდა ერთი და იგივე სახელები, დიდაქტიკური ტონი საზოგადოებასთან მიმართებით, რომ მათი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია; რომ აი, არასამთავრობომ ესა და ეს თქვა. ამ ყველაფერმა საზოგადოებაში ანტი-რეაქცია გამოიწვია, აშკარა იყო ანტი-დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან – ეს კვლევებშიც ჩანდა. ეს უნდა დარეგულირდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებს სიტყვა „აგენტი“ ეხამუშათ, მაგრამ საქმე, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ, არ ეხამუშებათ. ეს ტერმინოლოგიაა და ბევრ რაღაცაში შეიძლება გამოიყენო. აქ მთავარი თემა სხვაა – ენჯეო სექტორი, რომელსაც საზოგადოების ნდობა არ აქვს, თავს უფლებას აძლევს, დიდაქტიკურად ელაპარაკება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფალსა და პარლამენტის წევრებს – კანონით, სამართლით, ჩვენი ძალით, ეს სიმახინჯე უნდა დავამთავროთ. საზოგადოებას უკვე ძალუძს, სწორი გზა აირჩიოს. ხელისუფლება კიდევ რაღაცებს ეთამაშება, თუნდაც ამ თორმეტი პუნქტის სახით, მაგრამ ჩვენ რადგან მათ გამოვეყავით და თავს უფლება მივეცით, უნდა ვილაპარაკოთ – ეს უკვე ხალხის მოთხოვნაცაა“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თეა წულუკიანი: პრეზიდენტმა წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი შენიშვნა არ არის, ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, განზრახ დახურა დიალოგის ყველანაირი შესაძლებლობა
პრეზიდენტმა მავნებლურად დახურა ყველანაირი სივრცე დიალოგის - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „საქართველოს...
შალვა პაპუაშვილი: “დროა”, “სირცხვილია” – ფინანსდებოდნენ ევროკავშირის ფონდების გამოყენებით ფარულად საქართველოში. რატომ არ აკეთებენ არაფერს ამ ქვეყნების საელჩოები, რომ ეს ფული გამჭვირვალე იყოს?
გერმანიაში ლობისტების რეესტრი არსებობს და უფრო მეტ ინფორმაციასაც ასაჯაროებს, ვიდრე ჩვენი კანონით არის მოთხოვნილი. საფრანგეთს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოაქვს და...
პრემიერი: გამჭვირვალობის კანონზე ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება, იმედი მაქვს, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის გაკეთებული შეთავაზება ძალაშია. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,...
ირაკლი კობახიძე: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება
კვირის ბოლომდე ელექტრონულ პლატფორმაზე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად, ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს...
პრემიერი: “ნაციონალური მოძრაობას” ვუწოდებთ ომისა და ღალატის პარტიას, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია
ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც აქტიურად იყენებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ამ პარტიას ვუწოდებთ...
ირაკლი კობახიძე: უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით, კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით
უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, - ამის შესახებ...