მიხეილ ყაველაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციებს სიტყვა „აგენტი“ ეხამუშათ, მაგრამ საქმე, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ, არ ეხამუშებათ

Read Time:1 Minute, 1 Second

ენჯეო სექტორი, რომელსაც საზოგადოების ნდობა არ აქვს, თავს უფლებას აძლევს, დიდაქტიკურად ელაპარაკება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფალსა და პარლამენტის წევრებს – კანონით, სამართლით, ჩვენი ძალით, ეს სიმახინჯე უნდა დავამთავროთ, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი.

„როცა საჯარო სივრცეში მოვხვდი, დავინაე პარლამენტარები და ორგანიზაციები, რომლებსაც თავიანთი კლიშე ჰქონდათ – თითქოს, არასამთავრობო ორგანიზაციები ყველასგან აღიარებულნი იყვნენ, არადა, რას წარმოადგენდნენ? ხალხისგან არჩეული დეპუტატი რომ ხარ, მათზე მაღლა არ დგახარ? ყველაფრის კულმინაცია ის იყო, ზაფხულში პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე რომ ავიდნენ და გადატრიალება დაიწყეს. გვესმოდა ერთი და იგივე სახელები, დიდაქტიკური ტონი საზოგადოებასთან მიმართებით, რომ მათი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია; რომ აი, არასამთავრობომ ესა და ეს თქვა. ამ ყველაფერმა საზოგადოებაში ანტი-რეაქცია გამოიწვია, აშკარა იყო ანტი-დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან – ეს კვლევებშიც ჩანდა. ეს უნდა დარეგულირდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებს სიტყვა „აგენტი“ ეხამუშათ, მაგრამ საქმე, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ, არ ეხამუშებათ. ეს ტერმინოლოგიაა და ბევრ რაღაცაში შეიძლება გამოიყენო. აქ მთავარი თემა სხვაა – ენჯეო სექტორი, რომელსაც საზოგადოების ნდობა არ აქვს, თავს უფლებას აძლევს, დიდაქტიკურად ელაპარაკება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფალსა და პარლამენტის წევრებს – კანონით, სამართლით, ჩვენი ძალით, ეს სიმახინჯე უნდა დავამთავროთ. საზოგადოებას უკვე ძალუძს, სწორი გზა აირჩიოს. ხელისუფლება კიდევ რაღაცებს ეთამაშება, თუნდაც ამ თორმეტი პუნქტის სახით, მაგრამ ჩვენ რადგან მათ გამოვეყავით და თავს უფლება მივეცით, უნდა ვილაპარაკოთ – ეს უკვე ხალხის მოთხოვნაცაა“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავრობის სტრატკომი 2022 წელს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამართული უმაღლესი რანგის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
Next post პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს