პარლამენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა 88 ხმით დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მიღებული ცვლილებებით, ახლებურად წესრიგდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენასთან, მსხვერპლის უფლებებთან, მისი სოციალური დაცვის და შრომით გარანტიებთან, მხარდაჭერის მომსახურებებთან, მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები.
მიღებული კანონი ეხება, მათ შორის, თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით სარგებლობის საკითხს, – კერძოდ, მომსახურებებით სარგებლობის საჭიროებისას მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა გაუქმდა.
ცვლილებების მიღებით კანონმდებლობა, სტამბოლის კონვენციის დებულებებთან შესაბამისობაში მოდის.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ნინო იობაშვილი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე, თეონა აქუბარდია, რამინა ბერაძე და რატი იონათამიშვილი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...