“ ბეირუთში, ლიბანის პარლამენტში მიმდინაროებს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ერთიანობა მრავალფეროვნებაში და თავისუფლებების ძირითადი პრინციპები ქრისტიანებისა და მუსლიმებისათვის ახლო აღმოსავლეთში“. კონფერენციაში მონაწილოებას იღებს მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლიის საერთაშორისო სამდივნოს წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც კონფერენციაზე სპეციალური მოხსენება წაიკითხა. მისი აზრით ამ ორ დიდი სამყაროს – ქრისტიანული და მუსულმანურის მშვიდობიანი თანაარსებობისათვის აუცილებელია „კონსტრუქციული პოლიტიური და რელიგიათაშორისი დიალოგი, რომ ვიპოვოთ ის, რაც გვაერთიანებს. გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა დავეყრდნოთ პირველ და უმთავრეს პრინციპს, რომ ჩვენ საერთო სახლი გვაქვს, – პლანეტა დედამიწა და მისთვის ზიანის მიყენება გაუთავებელი ომებითა და კონფლიქტებით, ისევ ჩვენ გვაზარალებს. უნდა დამთავრდეს რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ძალადობრივი ექსტრემიზმი ეთნიკური ნიშნით მსოფლიოს ყველა რეგიონში. ეს განსაკუთრებით რთული იქნება იქ, სადაც მცირე ტერიტორიაზე, რამდენიმე რელიგია იყრის თავს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. გულწრფელი სურვილის შემთხვევაში – ამისათვის მარტივი ფორმულა არსებობს: ერთმანეთში დავინახოთ საკუთარი თავი და სხვას ვუსურვოთ მხოლოდ ის, რასაც საკუთარ თავს ვუსურვებდით.“ ის მოხსენებაში შეეხო იმ მთავარ მსგავსებებს რაც ქრისტიანს მუსულმანისაგან არ განასხვავებს: „ადამიანებს, ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო. ერთნაირად უყვართ თავისი მშობლები, შვილები, მეგობრები, ერთნაირად ახარებთ მათი წარმატება, ერთნაირად სურთ მათთვის მშვიდობა და ბედნიერი მომავალი. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს უჭირთ დაინახონ ასეთივე ადამიანი მის იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეში და იყვნენ შემწყნარებლები ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამაში უნდა დაეხმაროს მათ რელიგია და ასწავლოს ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანი ცხოვრება. ეს არის პირველი კონცეპტუალური კორექცია, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ პოლიტიკოსებმა“.
ზაქარია ქუცნაშვილმა ბეირუთში, ლიბანის პარლამენტში, სპეციალური მოხსენება წაიკითხა.
ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს.
„გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.
„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ
UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა.
როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.
ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.
თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები
კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს.
გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.
ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია
მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს.
გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.