მამუკა მდინარაძე: წლების განმავლობაში ეს ხალხი ალაგებდა ნარატივს, რომ ეკლესიის და რწმენის პატივისცემა არ არის თავსებადი განვითარებასთან და პროგრესთან
შტურმი ეკლესიაზე, საქართველოზე, მშვიდობაზე და ამ ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე არ გაუვა არავის, მარტივი ამბავია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მავნებლობა რაც კი შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა, არის ის, რომ ამტკიცო, თითქოს პროგრესი და განვითარება არ არის თავსებადი ეკლესიურობასთან, რწმენასთან და შენი ქვეყნის საპატრიარქოს პატივისცემასთან.
„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუვა არცერთ პარტიას და ნაცმოძრაობა ვინ არის, რომ მაინცდამაინც ნაცმოძრაობას გაუვიდეს. როდესაც ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან სტაბილურობას, ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკას და საკუთარი ქვეყნის ომში ჩართვა სურთ, ყველა არგუმენტი დადასტურდა უკვე, ეს ნაცმოძრაობას არ გაუვა და თავად გახდება მსხვერპლი ამ თვისი მავნებლური პიარკამპანიის. წლების განმავლობაში, ეს ხალხი ალაგებდა ნარატივს, რომ ეკლესიის და რწმენის პატივისცემა არ არის თავსებადი განვითარებასთან და პროგრესთან. ყველაზე მავნებლობა, რაც კი შეიძლება ჩაიდინოს, ჯგუფმა, პარტიამ, ტელევიზიამ, მასმედიამ თუ ა.შ. არის ის, რომ ამტკიცო, თითქოს პროგრესი და განვითარება არ არის თავსებადი ეკლესიურობასთან, რწმენასთან, შენი ქვეყნის საპატრიარქოს პატივისცემასთან და ა.შ.
პირიქით, განათლება, პროგრესი, შენი გუშინდელი დღის, შენი ინსტიტუტების, მათ შორის, განსაკუთრებით, შენი ეკლესიის პატივისცემა, თავსებადი რამეა. შენ, გუშინდელ დღეს და წარსულს და მთავარ საფუძველს შენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, თუ პატივი არ ეცი, წინ ვერ გაიხედავ სწორად. ეგ არის სიმართლე. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, პოსტი დადო, თავისი აზრი გამოთქვა, სწორი თან, რომ სიძულვილი შობს აგრესიას და დაგმო ქალთა მიმართ ძალადობა. თავის ხედვა წარმოადგინა, გააკრიტიკა ზოგიერთი მედია საშუალება და რა თავდასხმა მოუწყვეს, პირდაპირი შტურმი. შემდეგ, საპატრიარქოს განცხადება იყო, ამაზეც შტურმი მიიტანეს. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუვა არავის ამაში ვერ დარწმუნდნენ. ვერ მიხვდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...