ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

მამუკა მდინარაძე: პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა

პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

მისი თქმით, შემდეგ დასკვნაში ალბათ იქნება ჩანაწერი ჩაისა და ვარდების შესახებ ჩანაწერი.

„როგორც ჩანს, ამის სურვილი აქვთ 2003 წლის ისტორიის გამეორების. ამის სურვილს გამოთქვამენ ხოლმე ხმამაღლა, თუმცა მგონია, რომ ქვეცნობიერი ასეთ შეცდომას არ უნდა აშვებინებდეს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც ცოტა მეტი მოეთხოვებათ, არა მარტო იმის გამო, რომ ყველაზე მდიდარი ენჯეოები არიან, არამედ იმიტომ რომ არ შეიძლება ისეთი რაღაცეების ჩაწერა, რაც გამხელს შენს სურვილებსა და ოცნებებში. ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც სურვილებსა და ოცნებებზე უნდა იყოს. პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რატომ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მსურველს პარლამენტში უკონტროლოდ შესვლის შესაძლებლობა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მორიგი სადავო რეკომენდაცია. ორგანიზაციის მოსაზრებით, მოქალაქეებს საშვი არ უნდა სჭირდებოდეთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 23 მარტს საპატრიარქოში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო, რომელშიც შედიოდნენ ტიმიშოარას მთავარეპისკოპოსი და ბანატის მიტროპოლიტი იოანე, წმინდა სინოდის მდივანი, პლოეშის ქორეპისკოპოსი ვარლაამი და მთავარდიაკონი ნიკოლაე.საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა პირები.მათივე ცნობით, დელეგატებმა სამძიმარი გამოუცხადეს მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.„მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ძმური თანადგომისთვის. შეხვედრისას საუბარი შეეხო ხალხის საოცრად დიდ სიმრავლეს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას დაესწრო. კიდევ ერთხელ აღინიშნა წმინდა ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი, რომელიც კიდევ უფრო მეტად აერთიანებს ჩვენს ეკლესიებს. შეხვედრის ბოლოს სიმბოლური საჩუქრები გაიცვალა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

ბოლო სიახლეები