მამუკა მდინარაძე: პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა

Read Time:38 Second

პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

მისი თქმით, შემდეგ დასკვნაში ალბათ იქნება ჩანაწერი ჩაისა და ვარდების შესახებ ჩანაწერი.

„როგორც ჩანს, ამის სურვილი აქვთ 2003 წლის ისტორიის გამეორების. ამის სურვილს გამოთქვამენ ხოლმე ხმამაღლა, თუმცა მგონია, რომ ქვეცნობიერი ასეთ შეცდომას არ უნდა აშვებინებდეს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც ცოტა მეტი მოეთხოვებათ, არა მარტო იმის გამო, რომ ყველაზე მდიდარი ენჯეოები არიან, არამედ იმიტომ რომ არ შეიძლება ისეთი რაღაცეების ჩაწერა, რაც გამხელს შენს სურვილებსა და ოცნებებში. ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც სურვილებსა და ოცნებებზე უნდა იყოს. პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რატომ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მსურველს პარლამენტში უკონტროლოდ შესვლის შესაძლებლობა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მორიგი სადავო რეკომენდაცია. ორგანიზაციის მოსაზრებით, მოქალაქეებს საშვი არ უნდა სჭირდებოდეთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტოლტენბერგი: განვიხილავთ გზებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა პარტნიორების მიმართ, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა
Next post ნოდარ რუხაძე საპატრიარქოზე: გადასაბუგია ეს „კაგებეშნიკური“ ინსტიტუტი