ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025

კობახიძემ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება განმარტა

“ლავროვის განცხადება არ მომისმენია, თუმცა ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ და ეს არის ჩვენთვის მთავარი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს პარტნიორებს და აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით სარკისებურ ეფექტში რა იგულისხმება, ჩვენთვის მთავარია ვიმოქმედოთ სწორად, ვიმოქმედოთ პრინციპების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პრინციპები საგარეო პოლიტიკაში და ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება ეფუძნება ამ პრინციპებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

26-29 მარტს სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ 30-მდე ქვეყანამ განაცხადა, მათ შორის საქართველომ. სულ, სამშობლოში დაბრუნება რუსული დიპლომატიური მისიების 150-მდე თანამშრომელს მოუწევს.

აშშ-მა გააძევა 60 რუსი დიპლომატი, უკრაინამ-13, გერმანიამ, კანადამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა – ოთხი, ლიტვამ, მოლოდვამ და ჩეხეთმა – სამი, ავსტრალიამ, ალბანეთმა, დანიამ, ესპანეთმა, იტალიამ და ნიდერლანდენმა – ორი, ბელგიამ, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, მაკედონიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ფინეთმა, ხორვატიამ, მონტენეგრომ, შვედეთმა, ესტონეთმა და საქართველომ – ერთი.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციაში 10 თანამშრომელი მუშაობს. თბილისმა ამ სექციის ერთი თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთში, ასევე შვეიცარიის სალჩოში საქართველოს ინტერესების სექცია მოქმედებს, სადაც 8 თანამშრომელია. ჯერჯერობით უცნობია მოსკოვი თბილისის ამ გადაწყვეტილებას უპასუხებს თუ არა სარკისებურად და ამ 8 თანამშრომლიდან გამოაძევებს თუ არა ერთ წარმომადგენელს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი ლეო ანთაძე 93 წლის გახდა

ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი ლეო ანთაძე 93 წლის გახდა.,,კარგი მსახიობობა რთულია, როლი რომ კარგად ითამაშო და კარგი პროდუქცია შექმნა, ძალიან ბევრი სამუშაოა საჭირო. შრომისმოყვარეობა უნდა გახასიათებდეს. რომ ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია, სისულელეა. არაფერი არ გამოვა, თუ არ იმუშავებს, ხოლო თუ ნიჭიერი ხარ, არ მოგასვენებს ეს ნიჭი და გამუშავებს, ხოდა მე სულ ვმუშაობ!“ - აღნიშნავს მსახიობი.

გელა გელაძე – თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.გელა გელაძის თქმით, მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან.„პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კმ-ში განიცადა კატასტროფა. ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი. 18 მათგანი ნაპოვნია და, სამწუხაროდ, დაღუპულია, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან თურქი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობას იღებდნენ საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და თურქეთის მხარესთან ერთად, შეთანხმებით ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას დეტალებზე“, – განაცხადა გელა გელაძემ.

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

დღეს, 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ბრიფინგი გაიმართება.ბრიფინგის თემა ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რაც უდავოდ ხვდება ქართული საზოგადოების ინტერესის არეალში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„მას შემდეგ, რაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღიად და გამჭვირვალედ დაიწყო ბრძოლა საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გახშირდა დისკრედიტაციის მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორზე, აკადემიკოს დავით გურგენიძეზე აშკარა და ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის აგორების მცდელობები, რაც საზოგადოების შეცდომაში გამიზნულად შეყვანას ისახავს მიზნად.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნულ ფაქტებს განიხილავს როგორც დაინტერესებული მხარისაგან წარმოებულ ზეწოლას და მცდელობას, დაიფაროს ის უსამართლობა, რასაც 2004-2008 წლებში ეტაპობრივად და გამიზნულად ჰქონდა ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ და რაც დასრულდა კიდეც მისი კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო გასხვისებითა და საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელ გიული ალასანიასთვის გადაცემით.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ ქალბატონი გიული ალასანია, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, იმდროინდელი დანაშაულის დაფარვის მიზნით, დღეს ცდილობს პირდაპირი თუ ირიბი დარტყმები მიაყენოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს და მოახდინოს უნივერსიტეტის დისკრედიტაცია საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის თვალში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკანონოდ გასხვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დასაბრუნებლად ბრძოლის დაწყებისთანავე გამოთქვამდა და ახლაც გამოთქვამს მზადყოფნას, ღირსეულად გაუმკლავდეს და კანონიერი გზით მოიგერიოს ის დარტყმები, ზეწოლა და თავისი კანონიერი მოთხოვნის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის უხეში მცდელობები, რასაც დაინტერესებული მხარისაგან, პირდაპირ თუ ირიბად, არაერთხელ ჰქონია ადგილი სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეში, სოციალურ ქსელებსა და განსაკუთრებით, რადიკალურად განწყობილი ტელეკომპანიების ეთერში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამჯერადაც სწორედ აღნიშნული თემაა ტელეკომპანია “ტვ პირველის” ჟურნალისტის - მაკა ჩიხლაძის ირიბი დაინტერესების და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე, მის რექტორსა და სამეცნიერო წრეებზე მორიგი შეტევის მიზეზი, რაც რექტორისა და მისი ოჯახის ქონებით, ასევე, საუნივერსიტეტო ქონებით დაინტერესებაში გამოიხატება.გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და მისი ოჯახი 2001 წლამდე პერიოდში ეწეოდნენ ბიზნესსაქმიანობას და ფლობდნენ სოლიდურ ქონებას - აღნიშნული ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დავით გურგენიძე წარმატებით ახორციელებდა ბიზნესს ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ავსტრიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 2001-2004 წლებში, საჯარო მოხელედ მუშაობის პერიოდში, დავით გურგენიძე იმდროინდელი სახელმწიფო უწყების - თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად, რეგულარულად ავსებდა „ცნობას თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების წარმოდგენის თაობაზე, რომლებშიც მითითებულია მისი კუთვნილი ქონების წარმოშობის, მათ შორის 2001 წლამდე შეძენილი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია. 2004 წლიდან კი დავით გურგენიძემ დატოვა საჯარო სამსახური და ისევ ბიზნესსაქმიანობას დაუბრუნდა. 2007-2010 წლებში კი უკანონოდ ჩამორთმეული მრავალმილიონიანი ქონების დასაბრუნებლად, რაც ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის, დავით გურგენიძემ და მისმა ოჯახმა მრავალგზის შევიწროება, დევნა და არაერთი სირთულე გადაიტანეს. დღეის მდგომარეობით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შესაბამისად, დავით გურგენიძისა და მისი ოჯახისთვის დაბრუნებას ექვემდებარება.საზოგადოება ინფორმირებულია იმის შესახებაც, რომ დავით გურგენიძე 2012 წლიდან დღემდე სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწევა, არის ცნობილი მეცნიერი და ჰიდროინჟინერი; 2020 წლიდან ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორია, რომელიც 2024 წელს მეორე ვადით იქნა არჩეული; არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოს არაერთი წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და წარმატებით ეწევა საინჟინრო-კვლევით საქმიანობას მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო კოლაბორაციებში, ხოლო ბიზნესსაქმიანობას მისი ოჯახის წევრები აგრძელებენ, რომლებიც არ არიან დასაქმებული საჯარო სამსახურში.საგულისხმოა ისიც, რომ “ტვ პირველის” ჟურნალისტი საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედ ერთ-ერთ უძველეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველ უმაღლეს საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სკოლას, რომელიც უკვე 103 წელია ქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველს, დაუსაბუთებლად ედავება და ეჭვქვეშ აყენებს საუნივერსიტეტო სისტემაში მოქმედი ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის ვაკის რაიონში მდებარე ამორტიზებული შენობის აუქციონის წესით გაყიდვისა და მის ნაცვლად თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი კვლევითი კომპლექსის აშენების ნამდვილობას - მით უმეტეს, რომ ამორტიზებული შენობა 2018 წლიდან აღარ წარმოადგენს სტუ-ის საკუთრებას და გადასულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. ამასთან, აღნიშნული შენობის აუქციონის წესით გასხვისება არ წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეროგატივას; შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამ პროცესში არასოდეს ჩარეულა და ვერც ჩაერეოდა.სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისთვის ახალი კვლევითი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ უკვე შერჩეულია ვრცელი მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში, სტუ-ის კუთვნილ ტერიტორიაზე; დამტკიცებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან, ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთანავე, წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისთვის დაიწყება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომპლექსის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი გახდება სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო უახლესი-ტექნიკა დანადგარების და ლაბორატორიების მონტაჟი, ხოლო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შეექმნებათ საუკეთესო გარემო მუშაობისა და კვლევისთვის.ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას, სამართლებრივი გზითა და კანონიერიერების ფარგლებში ღირსეულად დაიცვას თავისი სიმართლე და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების ინტერესები.ამასთან ერთად, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე გამოხატავს სრულ მზაობას მიუკერძოებელ საზოგადოებრივ სივრცეში დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია როგორც პირადი თუ თავისი ოჯახის, ასევე საუნივერსიტეტო ქონების შესახებ,” - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი – მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვიმატებენ კონსტიტუციური სარჩელისთვის, მათ შორის არის განცხადება, რომ გარედან დავალებით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს

მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვიმატებენ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელისთვის მათ აკრძალვასთან დაკავშირებით, მათ შორის განცხადება, რომ გარედან დავალებით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, ამაზე მეტი ფროიდისეული წამოცდენა რა უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილმა თავად აღიარა, რომ გარედან მართული მარიონეტები არიან.„დააკვირდით ერთ გარემოებას, ამ ბრიფინგის პარალელურად უცხოეთიდან დაქირავებულმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დადო რაღაც ანგარიში თუ შეფასება საგამოძიებო კომისიის მუშაობზე. ხელის გულზე დევს ის, რაც თვითონაც ისედაც წამოცდა, რომ გარედან დაგვავალესო და ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ორკესტრირებული ქმედება რადიკალურ ოპოზიციას, გარედან დაქირავებულ „ენჯეოების„ და მათი დამქირავებლების მხრიდან. ორკესტრირება საქართველოს წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის გზით, სადაც ერთმანეთს ეხმარებიან იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი ფრონტი – „ნაცმოძრაობა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა. მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენც ამას არ ვამბობთ?! ეს ქვეყანა პატარა რომ არის და ყველა ყველას იცნობს, მათ შორის იმასაც გულისხმობს, რომ ასეთი ინფორმაციები არ იმალება. ძაან კარგად ვიცით, რომელ ქვეყნებში რეგისტრირდებიან, ძაან კარგად ვიცით რომელ ქვეყნებში იღებენ ფულს და გადმოაქვთ. მინდა, განსაკუთრებით ამ „ენჯეოების“ თანამშრომლებს ვუთხრა, დღეს დონორები მათ უბიძგებენ, ჩაიდინონ დანაშაული, დაარღვიონ კანონი და საქმე საქმეზე რომ მიდგება და პასუხისმგებლობაზე, შემდეგ ის დონორი ხელს დაიბანს. წავა და სადღაც რომელიღაც კუნძულზე ფეხს ფეხზე გადაიდებს, კოქტეილს დალევს და პასუხისმგებლობაში მოექცევიან ის ადამიანები, რომლებიც მიამიტური თვალებით უყურებენ ამ დონორებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, საინტერესოა, ამ ადამიანებს რა პოზიცია ექნებათ სასამართლო პროცესებზე.„შიდა საქმეებზე გარეებთან კონსულტაციები არ უნდა ჰქონდეთ. ეს აჩვენებს სხვაობას ვასალურ ჯგუფებს შორის და პოტენციურ ვასალურ ხელისუფლებას შორის, ვისი მოყვანაც უნდათ. ძალიან კარგია რომ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვისურვებდი, რომ ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით მოვიდნენ სასამართლოში და მიიღონ მონაწილეობა პროცესში, მოისმინონ ის ბრალდებები, რომელიც გვაქვს. ვნახოთ, რა პასუხს გასცემენ ბრალდებებს, იტყვიან თუ არა, რომ წამებები არ იყო სისტემური სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, თუ თავს დახრიან და ბოდიშს მოიხდიან. ეს ორი არჩევანი ექნებათ სასამართლოში რომ მოვლენ. ან უნდა თქვან, ვაღიარებთ, ბოდიშს ვიხდით, განვაგდებთ სააკაშვილსო, ან უნდა თქვან, რომ არაფერი ხდებოდა, ტყუილი იყო და კიდევ ერთხელ დასცინონ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები