პრემიერი: რასაც თქვენ აკეთებდით, აკეთებთ და აგრძელებთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ესაა სწორედაც ფსიქოლოგიური ტერორის და საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუში
აი, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ და აგრძელებთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ესაა სწორედაც ფსიქოლოგიური ტერორის და საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუში, რასაც აკეთებენ სპეცსამსახურები და მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ომი მიმართული იყო არა მტრების, არამედ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
„შემდეგი კითხვის ფორმულირება ასეთია, რომ მმართველი პარტიის არა ერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა იმით, რომ რადგან საქართველო არ ჩაერთო ომში, ამის გამო მოხდა ევროპელი პარტნიორებისგან კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა, მომდევნო კითხვა არის, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატებმა გარკვეული განაცხადები გააკეთეს და მოხდა თუ არა ამ პოზიციებისგან გამიჯვნადა ა.შ. თქვენ ამის შესახებ მოგისმენიათ და კითხვა მთავრდება შემდეგი წინადადებით – როგორია დღეს მთავრობის პოზიცია და ვხედავთო, რომ ამ ტიპის განცხადებებში რუსული ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი დეზინფორმაციის და მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორის ნიშნებსო. აი, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ და აგრძელებთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ესაა სწორედაც ფსიქოლოგიური ტერორისა და საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუში, რასაც აკეთებენ სპეცსამსახურები და მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები, ესაა ჩვეულებრივი, კლასიკური საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი მაგრამ ვის წინააღმდეგ? – მტრების წინააღმდეგ კი არა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამას აკეთებთ თქვენ 10 წელია და მანამდეც, გარდა იმისა, რომ ხალხს არამხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურად აწამებდნენ და ტერორში ამყოფებდნენ, ამას ემატებოდა ფსიქოლოგიური ომი, მათი ტელევიზიების საშუალებით,“- განაცხადა პრემიერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...