![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2021/11/untitled-2-1.jpg)
ვიქტორ ყიფიანი: ილჰამ ალიევის ვიზიტი არის აბსოლუტურად დროული, ლოგიკური და ალბათ უახლოს მომავალში ამ ვიზიტის კონკრეტულ შედეგებს უნდა ველოდოთ
მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შეცვლილმა რეგიონულმა სურათმა განსაკუთრებით გამოკვეთა ქართულ-აზერბაიჯანული და საერთოდ რეგიონული ურთიერთობების მნიშვნელობა. არაერთხელ გავხდით მომსწრენი, როდესაც თბილისმა განაცხადა თავისი მზაობის შესახებ, რეგიონში მედიაციის ფუნქცია აეღო საკუთარ თავზე. ვფიქრობ, ეს როლი ისტორიულად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად გამართლებული არის და ეს ლიდერის ფუნქცია ოფიციალურმა თბილისმა ხელიდან არ უნდა გაუშვას და მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს, – ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მან აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტს თბილისში დროული და ლოგიკური უწოდა.
„ალიევის ვიზიტამდე ოფიციალურმა ბაქომ გააკეთა განცხადება, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას ინტეგრაციისთვის ეკონომიკურ სფეროში. ეს ინტეგრაცია ერთგვარი საწინდარი იქნება რეგიონში მშვიდობისა და სტბილურობის დამკვიდრებისა. ასევე, მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი მზად არის ენერგოკრიზისის პირობებში ევროკავშირი მოამარაგოს დამატებითი ენერგომატარებლებით. ნებისმიერი ამ საკითხის გადაწყვეტბა – იქნება ეს რეგიონული სტაბილურობა, ევროკავშირზე დამატებითი ენერგომატარებლების გატარება თუ ძლიერი აზერბაიჯანული ეკონომიკა, წარმოუდგენელი იქნება თბილისთან პარტნიორობის გარეშე. ამიტომ, ეს ვიზიტი არის აბსოლუტურად დროული, აბსოლუტურად ლოგიკური და ალბათ უახლოს მომავალში ამ ვიზიტის კონკრეტულ შედეგებს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ყიფიანმა.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი ხალხისა და სხვა ხალხების ინტერესებს – ირაკლი კობახიძე
მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებსა და სხვა ხალხების ინტერესებს,...
მიხეილ ყაველაშვილი: პირადად მე სწორედ ფეხბურთთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა – მივხვდი, რომ იმ ხელისუფლების დროს შეუძლებელი იყო რომელიმე დარგის განვითარება
პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ირაკლი კობახიძეს სპორტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ყაველაშვილის თქმით, მოქმედი...
მამუკა მდინარაძე – როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს
„2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო მზად ევროკავშირის წევრობისათვის. თუ ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად,...
სოზარ სუბარი: მშვიდობის შენარჩუნების მთავარი საყრდენია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება
„სტრატეგიულ პარტნიორობა კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი...
პრემიერი: ქართულმა საზოგადოებამ ერთი წამითაც არ უნდა იფიქროს, რომ აშშ-ი და ევროკავშირი მხარს უჭერენ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”,ადამიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ადამიანების წამებით, ციხეების გადავსებით
სინამდვილეში, განსაკუთრებით ამ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ დაგვეცვა ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია, - ასე...
ირაკლი კობახიძე: კოლექტიური “ნაცმოძრაობა” როგორც მოქმედებს, არ არის ქართული მოვლენა, არათავსებადია ქართულ კულტურასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ყველაფერი დაორგანიზებულია გარედან
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორც მოქმედებს, არ არის ქართული მოვლენა, არათავსებადია ქართულ კულტურასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ეს ყველაფერი დაორგანიზებულია გარედან,...