ორშაბათი, მარტი 16, 2026

Red Bull-ის დამფუძნებელი დიტრიხ მატეშიცი გარდაიცვალა

კომპანია Red Bull-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ავსტრიელი მეწარმე, დიტრიხ მატეშიცი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მატეშიცის სახელს უკავშირდება არა მარტო მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ენერგეტიკულ სასმლის, Red Bull-ის შექმნა, არამედ არაერთ ექსტრემალურ სპორტში Red Bull-ის გუნდის მიერ მოპოვებული უამრავი გამარჯვება, მათ შორის, ავტომობილების უმაღლეს სარბოლო ლიგა Formula 1-ში.

აღსანიშნავია, რომ Red Bull-ის გუნდმა Formula 1-ის ჩემპიონობა უკვე მეხუთედ სწორედ დღეს მოიპოვა. რბოლის ლიდერისა და ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენის განცხადებით, Red Bull Racing-ის ეს გამარჯვებაცა და ჩემპიონობაც მატეშიცის ხსოვნას ეძღვნებოდა.

ავსტრიელმა მეწარმემ ენერგეტიკული სასმლის საწყის რეცეპტს აზიაში მიაკვლია, სადაც კოფეინის მაღალი შემცველობის მქონე სასმელს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ.

სასმლის ენერგეტიკული ეფექტით აღფრთოვანებულმა მატეშიცმა 1987 წელს კომპანიის დაფუძნება გადაწყვიტა, ინვესტიციის დიდი ნაწილი კი ტაილანდელი ინვესტორის, ჩალეო იოვიდიას მხრიდან მოიზიდა.

აზიური ვერსიისგან განსხვავებით, Red Bull-მა გაზიანი სასმლის ფორმა მიიღო, მისი რეცეპტი კი წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, თუმცა ფუნდამენტური გემო და არომატი, რომელზეც Red Bull-ის მრავალმილიარდიანი იმპერია დგას, არასოდეს შეცვლილა.

Forbes-ის შეფასებით, მატეშიცის ქონება 20.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 71-ე ადგილს იკავებდა.

Formula 1-ის გარდა, Red Bull-ის გუნდები წარმოდგენილია დრიფტის, რალის, დრაგის, ველოსპორტისა და მოტოსპორტის დისციპლინებში. მატეშიცის ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში Red Bull-ის გუნდმა არაერთ გამარჯვებას და ჩემპიონობას მიაღწია, თავად ბრენდი კი ახლა უკვე არა მარტო ენერგეტიკულ სასმელებთან, არამედ ყველაფერ ექსტრემალურთან ასოცირდება, რაც თავად მატეშიცის ცხოვრების მიზანი იყო – კაცისა, რომელმაც საკუთარი ოცნებების ფრთების შესხმით, მილიონობით ადამიანს მისცა “გაფრთიანების” საშუალება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იტალია მილიონობით ადამიანის მოქალაქეობის გაუქმებას გეგმავს

იტალიაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიზღუდოს მოქალაქეობის მიღება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური ფესვების მქონეები არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ.  მთავრობამ ეს კანონი 2025 წლის მარტში მიიღო.სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გამოცხადდება, მაგრამ კანონი სავარაუდოდ ძალაში დარჩება.როგორ მუშაობდა ადრე მოქალაქეობის მიღება იტალიაში:იტალიაში 1861 წლიდან მოქმედებდა პრინციპი სისხლის უფლება. ეს ნიშნავდა, რომ:თუ შენი წინაპარი იტალიის მოქალაქე იყო, მაშინ შენც შეგეძლო იტალიის მოქალაქეობის მიღება, არ ჰქონდა მნიშვნელობა სად დაიბადე.ამ წესით მილიონობით ადამიანი (მაგალითად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები იტალიელების შთამომავლები) ცდილობდნენ იტალიური პასპორტის მიღებას.რას ცვლის ახალი კანონი:ახალი წესებით მოქალაქეობას მიიღებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისი:მშობელი ან ბებია/ბაბუა დაიბადა იტალიაში და ამ წინაპარს მხოლოდ იტალიის მოქალაქეობა ჰქონდა (არ ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა).ანუ: თუ წინაპარი არის დიდი ბაბუა, მაშინ იტალიის მოქალაქეობას ვერ მიიღებთ.ასევე, თუ წინაპარს ორი მოქალაქეობა ჰქონდა, კანონი ამასაც ზღუდავს.

დონალდ ტრამპი – პუტინს ეშინია ჩვენი, მას არ ეშინია ევროპის, მას ეშინია ამერიკის შეერთებული შტატების

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, განცხადებით, რუსეთს არა ევროპის, არამედ აშშ-ის ეშინია. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ნატო  ჩვენ ვართ. პუტინს ეშინია ჩვენი, მას არ ეშინია ევროპის. მას ეშინია ამერიკის შეერთებული შტატების“, – განაცხადა ტრამპმა.

თორნიკე ბეროძე-სოფელ კურსების მკვიდრი:სამარადისოდ დარჩება უტკბილეს მოგონებად ჩემი ეზო,სახლი და ადამიანობის სამჭედლო, ჩემი “კურსები” ჩვენს მოგონებებში… ეს არ იყო მარტო სახლი, არც ეზო და...

თორნიკე ბეროძე-სოფელ კურსების მკვიდრი:აწმყო და წარსული...სამარადისოდ დარჩება უტკბილეს მოგონებად ჩემი ეზო,სახლი და ადამიანობის სამჭედლო, ჩემი “კურსები” ჩვენს მოგონებებში... ეს არ იყო მარტო სახლი, არც ეზო და არც მარტო კუთხე, ეს იყო სამოთხე და სიმბოლო საქართველოს ერთიანობის... ღმერთმა სიხარულით გაგითენოთ ყოველი დღე ყველას... და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უფალს, სამაშველო ჯგუფს, პოლიციას და მთავრობას, ჩემი ოჯახისა და ხალხის გადარჩენისთვის,ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი...როცა უბედურება კარს მოადგება ქართველებს, მხოლოდ მაშინ ვეხუტებით ერთმანეთს და ვიკრებით ერთ მუჭად, ამაზე ლამაზი ამ ქვეყნად არაფერია და მე ეს განვიცადე იმ უბედურ ღამეს...სიხარულით გაგვთენებოდეს ყოველი დღე დღეიდან მრავალჟამიერ, მიყვარხართ ყველა

ვიქტორ ყიფიანი – „ქართული ოცნების“ ხაზი ქაოსი და ექსტრემიზმია, თითქოს შიდა ჩემპიონატად იქცა, ვინ მეტად გაგვაკვირვებს – „ლელოს“ განცხადებაზე კი „ოცნების“ მესვეურთ, რომელთაც კომენტარები...

როდესაც მოვისმინე „ლელოს“ განცხადება, ვერ მივხვდი ვერც კონტექსტს, ვერც გარემოებათა თანხვედრას, ვერც არსს, ვერც დანიშნულებას , - ასე ეხმაურება „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ყიფიანი “ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადებას „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ „ლელოს“ განცხადებაზე „ქართულმა ოცნების“ გამოხმაურებამ დიალოგის გამართვის დასაშვებობა მოსპო.„ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ქართული ოცნების“ მესვეურთ, რომელთაც დღეს კომენტარები გააკეთეს, პირადად ჩემი სახელით უნდა ვუთხრა, აგაშენოთ ღმერთმა. ამან გააუქმა და მოსპო საჭიროება, რომ ვრცლად დავაკომენტარო „ლელოს“ განცხადება. ძალიან გულწრფელი უნდა ვიყო. გუშინ, როდესაც მოვისმინე ეს განცხადება, ვერ მივხვდი ვერც კონტექსტს, ვერც გარემოებათა თანხვედრას,ვერც არსს, ვერც დანიშნულებას.მაგრამ დღეს აზრის განვრცობის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის გამართვის დასაშვებობა მოსპო“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.ვიქტორ ყიფიანის თქმით, ბოლო პერიოდში „ოცნების“ მმართველობის ხაზი ორი ნიშნით ხასიათდება: ქაოსი და ექსტრემიზმი.“„ქართული ოცნების“ ხაზი ორი ნიშნით შეიძლება დავახასიათოთ: ეს არის ქაოსი და ექსტრემიზმი. მათი ხელწერა ჩემზე პირადად სხვა შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. მათ პირობებში ქაოსი, ექსტრემიზმთან შერწყმით, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში შფოთის, მუდმივი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის დანერგვა, ხოლო ქვეყნის გარეთ ძალიან მძიმე რეპუტაციული ტრავმის მიყენება.რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, პრესკონფერენცია, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ შიდა ჩემპიონატად იქცა. რამდენიმე ლიდერია, ხან ერთი დაწინაურდება, ხან მეორე. არის რამდენიმე, ვინც ყველაზე მეტად გვაკვირვებს, ეს ურთიერთგაკვირვება არ მთავრდება“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.ცნობისთვის, “ლელო - ძლიერმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.როგორც “ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გუშინ, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. მისივე განცხადებით, ამის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

დონალდ ტრამპი – ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ირანის ლიდერი – მოჯთაბა ხამენეი არ ვიცით, მკვდარია თუ არა, ის არავის უნახავს, ეს უცნაურია

არ ვიცით, ვინ არის ირანის ლიდერი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კენედის ცენტრში შეხვედრაზე განაცხადა.„ჩვენ არ ვიცით, ვინ არის მათი ლიდერი. არის ხალხი, ვისაც მოლაპარაკება სურს. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ისინი“, - განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.„ბევრი ამბობს, რომ ის ძალიან არის დასახიჩრებული. ამბობენ, რომ ფეხი დაკარგა და ძალიან არის დაშავებული. ზოგიერთი ამბობს, რომ მკვდარია. არავინ ამბობს იმას, რომ ის 100%-ით ჯანმრთელად არის. არ ვიცით, მკვდარია თუ არა. ის არავის უნახავს. ეს უცნაურია“, - აღნიშნა აშშ-ის

ბოლო სიახლეები