ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩინეთის გუნდი 4:1 დაამარცხა.
ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით ასპარეზობდა, რადგან სოფიო სომხიშვილმა (78+კგ) ფრანგებთან მიღებული ტრამვის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ერთი ქულა ჩინეთმა ავტომატურად მიიღო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმირებული ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ შეცვალა.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

