ნენსი პელოსი – ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს.
ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ხორვატიის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს.
„ვფიქრობ, ირანი დიდ შეცდომას უშვებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ, გვქონდეს ბირთვული შეთანხმება ირანთან, რათა შევძლოთ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ. ახლა ისინი რუსებს ეხმარებიან და სამყაროს ნაკლებად უსაფრთხო ადგილად ქმნიან. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევძლოთ დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. თქვენ ხედავთ, რომ უკრაინელები გარკვეულწილად წარმატებით აჩერებენ მათ, თუმცა ის სახიფათო ტექნოლოგიაა და უნდა შეჩერდეს. ირანის დაკავშირება რუსეთთან მესიჯი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, რომელთაც შესაძლოა, თავის შეკავება სურთ გარკვეულ გლობალურ ორგანიზაციებში კენჭისყრისას, რუსეთთან ურთიერთობისას, კარგად დაფიქრდნენ“, – განაცხადა ნენსი პელოსმა.
ნენსი პელოსის თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ შემთხვევაშიც, თუ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, „რესპუბლიკური პარტია“ მოიპოვებს უმრავლესობას.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა
ახალ გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას აშშ-ს სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს.
„პოლიტიკო“: საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით,...
„იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენზე
ირანის ხელისუფლებამ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინა. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. ტელეარხის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა ვერტმფრენიდან...
ქართველების გადაწყვეტილების მიღების ვარიანტები ჩვენგან განსხვავებულია – არ მინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული ვუწოდო – ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი
2024 წლის 16 მაისს საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა პრაღაში რიგით მეორე ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი გახსნეს. ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩეხური მედიისთვის...
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ჯარში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს. კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ...
24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის! – სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა. 44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში...